მოვალეობა ოჯახის და წინაშე ერის.
ვაჟკაცურად რომ ხელთ უპყრია ქვეყნის სადავე,
სიწმინდე დედის, თუ სიმტკიცე ფუძის და ჭერის.
ქალია, ვინაც მხრებით ზიდა წმინდა მანდილი,
ქვრივიც ქალია, გმირი შვილის ჭირისუფალიც,
ნურვინიფიქრებს ქალად ყოფნა იყოს ადვილი,
რამეთუ დედა ვერ იქნება თავისუფალი.
ფარია იგი, მახვილია, თბილი ბუდეა,
სიყვარულიც და ერთგულებაც თვითონ ქალია
სუსტია,მაგრამ თუ დასჭირდა კლდე-კარ-ზღუდეა!
მტერთან უდრეკი, უშიშარი ამორძალია.
არა, ადვილად არ გაგიხსნის გულის იარებს,
დადის უთქმელი, სევდიანი მაინც მეტწილად,
ათ შვილს გააჩენს, ათ სიცოცხლეს აახმიანებს
მერე ათივეს,სამშობლოსთვის უხმოდ შესწირავს.
მზეა მხურვალე, მწყურვალისთვის წყალია წყაროს,
ერის ბურჯია და იმედით ნაჭედი ფარი,
იგია ძალა,იგი არის პულსი სამყაროს,
ჰოი,განგებავ! უფლის დედაც ქალია, ქალი!

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев