ამიხსენი რატომ დავიკარგე?..
ღვთიმსშობელო...გული რატომ არ სცემს,
თუ კვლავ ცოცხალი ვარ?..
ასე უსაშველოდ რატომ დავიღალე...
რატომ აღარ ველი შვებას მომავლიდან?..
ღმერთო...გადამეხსნა ყველა ჭრილობა...
ღვთისმშობელო...მარტო ვეღარ ვებრძვი ყველა დანაშაულს...
ადრე წაქცეული შენით წამოვმდგარვარ...
ახლა დახმარებასაც შენც კი ვეღარ გთხოვ...
ალბათ შორს წავედი...ალბათ ხელი გაგიშვი...
ალბათ რაც დაგპირდი არ შეგისრულე...
შენ ხომ მოწყალე ხარ ღმერთო დიდებულო?!.
მტკივა...ყველა ტანჯვა სულში შევისრუტე ღვთისმსობელო...
მე თუ წავიქეცი,შენ არ მიმატოვო ღმერთო დიდებულო...
ამ შიშის უფსკრულში ჩავარდნილს მიშველე ღვთისმშობელო...
უფალი შენ ხარ ერთი...ვისიც მჯერა...
ადამიანი კი ყოველდღე მიმეტებს...
იქნებ არ მიმატოვო ღმერთო დიდებულო...
იქნებ ამაყენო დედაო ღვთისმსობელო...
იქნებ ეკლებს გამარიდოთ...გზაზე დამაყენოთ...
ძირს რომ გავაბნიე ჩემი იმედები...
ისევ ავკრიფო და თქვენით გავამზეო...
ზოგჯერ სისასტიკეს რომ ვუმკლავდები,
სულში სხეულისაგან მრჩება ნატყვიარი...
ასე სულშემძვრალი არ მსურს წამოვიდე,
სანამ მიშუშდება სულის სატკივარი...
სასოწარკვეთაში ხდება შეფასება ღმერთო დიდებულო...
როცა სიკვდილამდე რჩება ნაბიჯები სულში ღვთისმსობელო...
სინანული მაშინ იბადება ღმერთო დიდებულო...
დაცემული ამაყენე დედაო ღვთისმშობელო...
/დავით ცეცხლლაძე.25.04.2014/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1