ისე ქვითინებს როგორც მეხია,
სამშობლოვ ჩემო გლოვით დაღლილო,
არ დაგელია თავსატეხია.
დედის ცრემლებმა დანამა მიწა
გულამოსკვნილი ტირის ღრუბელი ,
გაჰკივის ქარი ანარცხებს კიდეს
ცაზე მზე გმინავს, მიწას მშობელი.
ნუთუ ოდემე ვეღარ ვიხილავ
ჩემს სამშობლოში მშვიდობის დილას,
გუშინ ჩვიდმეტი ჩაქრა სიცოცხლე
გიშინ ჩვიდმეტი შეერწყა მიწას.
ჩვიდმეტმა დედმა ჩაიცვა შავი
ჩვიდმეტი დედა გაჰკივის ვაის,
ასეთი ცოდვა რა გვადევს ღმერთოო
რისთვის ვისჯებით ყოველდღე მაინც.
მე განთიადი ისე მაშინებს
ისე მაშინებს მთვარე ცის ფსკერზე
განცდა მაშფოთებს ყოველი წუთი
ბრძოლა სიკვდილთან მშვიდ სიცოცხლეზე.
ჩემო სამშობლოვ ტანჯულო ჩემო
ვაი ვაგლახით მოჰყვება კვალი
მშვიდობას ისე მოწყურებულხარ
როგორც სასთუმალს მომაკვდავს წყალი.
თავი დახარეთ ყველამ დახარეთ
დაეშვა დროშა გლოვობს ქართველი,
ოჰ ღმერთო ჩემო შენდობას შეგთხოვს
კურთხევას შეგთხოვს ერი ქართველი.
ზეცა ქალივით ატირებულა
ისე ქვითინებს როგორც მეხია,
ყოველ დღე გლოვამ ისე დაღალა
რწმენა, იმედიც შემოეხია.
💔🇬🇪😢🙏
ნათია ლაზიშვილი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2