გაგაჩინა სიკვდილო ... თავად რატო არ კვდებიო?
ამდენს რო აწვენ მიწაში, თავად რატო არ წვებიო ♧
რამდენი უნდა შეჭამო, მაინც რომ ვერა ძღებიო,
ვერ მოერევი სიცოცხლეს, სიკვდილო მწარედ ცდებიო,
რა უგულო და ხე რამ ხარ .. უგულოდ რად არ ხმებიო .. !!
იქნებ მდინარის პირას ხარ, წყალში რატომ არ ლპებიო ..
იქნებ და ქვა ხარ ლოდისა, მხრებზე რომ აწევს მთებიო ....
კრულვა–გოდება არ გესმის, არც სალოცავის ხმებიო ..
დადიხარ დაუძახებლად .. შეხვალ და ჩამოჯდებიო ..
როცა წაიღებ სიცოცხლეს, მერე უკვალოდ ქრებიო,
ცოლი, შვილი და ოჯახი, შენ არ გყავს შენ უბედურო,
არც ნათესავ, მეგობრებიო, არც ქვრივ და ობლებს იცოდებ,
იმათ ტირილით ტკბებიო ... იმდენი ცრემლი გვადინე,
როგორც მდინარის წყლებიო ... რა საჭირო ხარ მიწაზე ...
ვფიქრობ და ვერა ვხდებიო ..
მასწავლე შენი ბუნაგი სიკვდილო გამოგყვებიო,
იქნებ და შემოგიმოკლო ქვეყნად სავალი გზებიო.
შენი დროც მალე დადგება ... სიკვდილო მეცოდებიო ... ..“

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 27