დღეს მე ისევ ემოციამ შემანჯღრია,
მომხიბლა და ეს სიტყვები მაწერინა,
მე არ ვიცი ..... ლექსია... თუ...ზღაპარია,
მე ექსპრომტად მომიძღვნია.
სიყვარულო.....დარდზე დარდო,
ჩემს გარშემო, რად ტრფიალობ,
ბევრი დარჩა....... გზა შენამდე,
სულის მდელოს ვეხმიანო.
სულში დათბა......
კვლავ კვირტები ამიყვავდა,
მარტო სული აღარავარ,
აზრით შენთან ერთად დავალ.
დიუნების სიმხურვალემ გადამრია,
მონატრებამ..... ზღვა დალია,
უდაბნოში ქარბუქია.....
სულის სიღრმეს შეაღწია.
სიყვარული.... ჯადოსნური კუნძულია,
მღელვარე ზღვა.....
ეს ხომ სულის ამბოხია,
ღელავს ტალღა.....
ღელავს სულის ოკეანე,
ზეცა მიცავს.....
ჩემი ცრემლის მოზიარე.
იმედი მაქვს......
ზეციერი არ დამტოვებს,
სიცოცხლის მზე.....
ჩემთვის ისევ იმზიანებს.
თიკო.// მოხევე//
🌺💐🌹🌻🥀🌺🌹🌹🌻🥀🌼🌸💐🌹🌺

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев