ნამდვილად არ მეწყინება
ანი-ბანი
ა- ხალი წლის საღამოა,
ბ- არდნის ციდან ფანტელი.
გ- უნდაობენ,
დ- არბიან
ე- ზო ეზო ბავშვები.
ვ- ინ ციგაობს გორაკზე,
ზ- ოგი თოვლში დარბიან.
თ- თოვლის კაცს აკეთებენ
ი- რაკლი და თათია.
კ- ოტრიალობს მურია,
ლ- ამის სულ გაიყინოს.
მ- ხიარული ყიჟინით
ნ- ინო მისდევს აჩიკოს.
ო- ნავრების ხმაურით
პ- აპა ძლიერ შეწუხდა.
ჟ- ამ გადასულ სურათებს
რ- ად უცქერის მალულად.
ს- ხვენზე ზის და უჩუმრად
ტ- ირის ახალგაზრდობას.
უ- საზღვროა წუხილი,
ფ- იქრად დარდი დაუხვდა.
ქ- არვისფერი ყურძენით
ღ- ვინო კარგი დაწურა.
ყ- ანწი მოიმარჯვა და
შ- იში სადღაც გაუქრა.
ჩ- ურჩხელები ჩააწყო,
ც- ალკე ღვინოც დაუდგა...
ძ- ალ-ღონე გამოცლილი
წ- ყნარად ადგა და ჩუმად
ჭ- რაჭუნით ჩამოუყვა
ხ- ის ძველებურ კიბეებს...
ჯ- ჯიბრით არ წაიქცევა
ჰ- გონებ დღესაც იცელქებს...
08.08.2020
მზია კაპანაძე
ანი-ბანი
ა- ი ია გაიშალა.
ბ- ალი წითლად დამწიფდა.
გ- არგარი სულ გადაყვითლდა,
დ- აბლა ბაღში დაცვივდა.
ე- ნძელამ კი მიიძინა,
ვ- არდი ლაღად გაშლილა.
ზ- ამბახი ურცხვად ამაყობს,
თ- უთა უცებ დამწიფდა.
ი- ისფეეი ფურისულა
კ- ომშის ძირას გაშლილა.
ლ- ამის ტოტები ჩამოტყდეს
მ- სხალი სულ მთლად გაგიჟდა.
ნ- ორჩი ვაშლი გაიბუტა,
ო- დნავ ცრემლიც დასცვივდა.
პ- იტნის სურნელმა დაათრო
ჟ- ასმინი და აყვავდა.
რ- ოცა მზემ გამოაჭყიტა,
ს- იომ კი გააგრილა,
ტ- იტამ ჭიტა დაიძახა და
უ- ფრო გადაწითლდა.
ფ- რთაფარფატა პეპლებმა
ქ- როლვა იწყეს მალი-მალ.
ღ- რუბლის ფთილამ წვიმის წვეთი
ყ- ურშას ასხა მაღლიდან.
შ- ავი ღრუბელი მოფრინდა,
ჩ- უმად რაღაც აცივდა.
ც- ივი, შხაპუნა წვიმა
ძ- ლიერ გვასხა მალი-მალ.
წ- არღვნაა თუ ვერ გავიგე,
ჭ- აში წყალი ადიდდა.
ხ- ოშკაკალა გადმოყარა,
ჯ- ავრით აღარ ვარგივართ.
ჰ- ო, ამდენმა საფიქრალმა
თვალზე ცრემლი მადინა...
08.08.2020
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4