ქვეყნად არაფერია,
სიძულვილი ყოველთვის
სიყვარულის მტერია.
ვერასოდეს ამარცხებს,
მცდელობა აქვს ბევრია,
რადგან ციდან მფარველობს,
თვით უფალი ჩვენია.
უფალივით ეს გრძნობაც,
არის ერთადერთია.
ერთგულებას,ყოველთვის
ემტერება ღალატი.
ერთგულება იმარჯვებს,
აქ არ გვინდა კამათი.
ერთგულება ქართველებს,
მოგვდევს წესით ადათით.
სადაც ერთგულებაა,
იქ ღალატი ფარხმალს ყრის.
სიხარული დაგაფენს
წამწამებზე გვირილებს,
იქვე ჩასაფრებულა,
მწუხარებაც გიმიზნებს.
არ შეგარგებს სახეზე
გადაპენტილ ღიმილებს.
მაგრამ მაინც დაჯაბნის
სიხარული ტირილებს.
თუმცა ყველა სულიერს
სიკეთე დაამშვენებს,
ბოროტებაც იქვეა
ხანდახან თავს გვახსენებს.
მაგრამ სიკეთის მთესველს,
ის ვერ გადააშენებს.
რა ძალა აქვს ყოველთვის,
კარგ მაგალითს აჩვენებს.
მბრძანებელი სამყარო
თავის ძალას გვაჩვენებს,
ზოგჯერ ისე გამოგვცდის
ისე გამოგვაშტერებს.
სულ მთლად აურდაურევს
გრძნობებს სად და რა იყო,
მტყუანი და მართალი
თვითონ უნდა გაიგო.
თვითონ იყო პატრონი
რა აკეთო,რა არა
სიყვარული,სიკეთე
ჯერ ხალხში არ გამქრალა.
და სიმართლის სანთელიც
იწვის ჯერ არ ჩამქრალა.
ეს ცხოვრება,წამია,
დღე გქონოდეთ მზიანი,
პირველ რიგში
ვინცა ხარ,
იყავ ადამიანი.
ნანა ჩარკვიანი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев