გულში სიყვარული შემეპარა,
სული ლოცულობს და ტირის.
დედა საქართველო, ჩემო საფიცარო,
შენზე მათენდება ფიქრში.
ჩვენი საყვარელი ქართული მიწა და
ვაჟკაცთა დაღვრილი სისხლი.
დავითის, თამარის ტურფა საქართველო,
ეხლა რომ სანთელივით იწვის.
მტკივა საქართველოს ყველა სატკივარი,
გულიც სისხლის ცრემლით ტირის.
დროა გამოვფხიზლდეთ, დროა გავიღვიძოთ,
გვეყო უდარდელი ძილი.
ისევ ერთად დგომით, ისევ სიყვარულით
უნდა დავამარცხოთ მტერი.
ვამხილოთ მოყვასად მოსული ბოროტი,
მტრობას რომ თესავს ჩვენში.
გვეყოფა დუმილი, ქუდზე კაცს მოვუხმოთ,
ერთად ავლესოთ ხმლები.
არ მივცეთ უფლება დედა საქართველო
ყვავ-ყორანს ჩავუგდოთ ხელში.
ლოცვით, სიყვარულით, ერთურთის გატანით
უფალი დაგვიცავს ჩვენი.
რწმენით დავიცვათ ჩვენი სამშობლო და
ვეღარ მოგვერევა მტერი.
11.06.2020
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев