,,...ეს დამდეგი მინდა იყოს
ღიმილის და სითბოსი,
სასწაული მოხდეს ყველგან,
ახდეს რასაც ვფიქრობდით.
ახდეს ყველას ოცნებები,
ყველას კართან მზე მოდგეს,
რაც კი გულით მოვისურვოთ -
მინდა დამდეგს ხდებოდეს...🎄
გაჭირვებულს - შველა ჰქონდეს,
არ შიოდეს არავის,
ქვეყნად ცრემლი აღარ ოყოს,
ორპირიბა, ღალატი...
მონატრბულს შობის ღამეს
კარს მოადგეს სტუმარი,
მიტოვებულ ყველა სახლში
აგიზგიზდეს ბუხარი.
დაუბრინდეთ შვილებს დედა,
ამანათის სანაცვლოდ,
მინდა ყველა შინ დაბრუნდეს,
ვისაც სახლის გზა ათბობს.
მინდა დამდეგს აღარ იყოს
ჩაკეტილი საზღვრები,
ტკივილები, სიცრუე და
ავადმყოფი ამდენი...
მინდა დამდეგს ყველას გულში სიყვარული აენთოს,
ყველა ტკივილს ეწამლოს და
დარდი არსად არ იყოს...
🎄☃️🎄☃️🎄☃️
ეს დამდეგი მინდა იყოს,
ღიმილის და სითბოსი...
/დიკა სალაყაია/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев