"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ რობინ ვან პერსი ახლოს არის დაბრუნებასთან.
მიმდინარე სეზონშ ჰოლანდიელს 10 გოლი აქვს გატანილი ყველა ტურნირში ერთად, ბოლოს პერსიმ ითამაშა 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარის" წინააღმდეგ. სავარაუდოდ პერსი საშობაო პერიოდის ბოლოს შეძლებს დაბრუნებას.
დღევანდელ შეხვედრაში "იუნაიტედს" ასევე აკლდა უეინ რუნი, ამის მიუხედავად მათ მაინც შეძლეს "ნორვიჩის" 0-1 დამარცხება, ველბეკის გოლის წყალობით.
"პერსი ნელ-ნელა იწყებს ვარჯიშს, ვფიქრობ, რომ ის ძალიან მალე დაუბრუნდება გუნდს. ტრავმების მხრივ ბევრი პრობლემა გვაქვს, იმედია ყველაფერი მალე გამოსწორდება." - განაცხადა მოიესმა.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев