The Daily Mail_ი გვამცნობებს, რომ უეინ რუნი უკვე აღარ ფიქრობს წასვლაზე და რომ იგი თავის თავს საშუალებას არ მისცემს "ჩელსიში" გადასვლას. პირიქით იგი აპირებს მწვრთნელთან თანამშრობლობას და ძირითადში დაბრუნებას.
"სუონსისთან" მატჩში იგი 62-ე წუთზე შემოვიდა და მას მერე "იუნაიტედმა" ორი ბურთი შეაგდო და ორივე ინგლისელის დახმარებით, რადგან ჯერ მან რობინს გაუკეთა საგოლე პასი, შემდეგ კი დენი უელბეკს. ტაბლოიდი ირწმუნება რომ უეინი საერთოდ აღარ გეგმავს "მანჩესტერის"დატოვებას.
"უეინი ძალიან ბევრს შრომობს რათა, ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდეს. ვფიქრობ იგი დარწმუნდა საკუთარ თავში, რომ იგი აღარ დატოვებს კლუბს და ახლა საკუთარი თავის გამოჩენას ცდილობს. ვფიქრობ იგი ძალიან მალე შეძლებს სასტარტოში მოხვედრას".
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев