-მე უჩივი ამას იმას,
ვისაც ეჭვი ეპარება,
რომ ვარ წკენტა გურული და
სხვა არ მინდა ნეტარება...
მერე რა რომ გვარი არის,
თითქმის ვითომ მეგრულიო,
ჩემი ბაბა,იმის ბაბუ,
ყველა იყო გურულიო...
მაგ ლოგიკით თუ ვიმჯელებთ,
მეგრელია ნეტა,რავა?!,
ხარაკირით თავს მეიკლავს,
ვინმემ უთხრას,კუროსავა...
ახლა ნენას არ იკითხავთ,
მენატრება უსაშველოდ,
გურულობის ეტალონად,
იყო ნენა სასახელოდ...
ხოდა ჩემში მათი სისხლი,
სულ გურულად მიდი-მოდის,
თუ დაჭირდა გაჭირვებულს,
იმ მინუჩში მისით მოდის...
აღარ ვჩივი აფერს კიდომ,
ტვინიც აზრით გურულია,
მოფიქრებას ვერ მუასტრებ,
ენა ტვინზე მიბმულია...
მახსრობა და გახარება,
ჩემი ყველას ვიზიტია,
საქართველოს შემოვევლე,
ლაი-ლაი ზედმეტია!...
რაღა გითხრათ ამის მეტი,
ფაქტიც გურულ ჯიუტია,
მარა თუ