ამ საღამოს ორგანიზატორი ჩემი მეგობარი იყო. ქუჩაში ვიდექით და ვხუმრობდით. სტუმრები საღამოსთვის მეტად ელეგანტურად იყვნენ გამოწყობილნი. უცებ შევამჩნიე შავი ქუჩის ბიჭი, რომელიც შესასვლელთან იდგა.- რაო, პატარა ბიჭო? როგორ არის საქმე? - ვკითხე მე. საკუთარ თავსა და იმ დროს მახსენებდა, როცა პატარა ბიჭი ქუჩებში დავხეტიალობდი და კლუბების წინ ვიდექი, სადაც შესვლა არ შემეძლო.
- რა იყო? - მკითხა მან.
ვხედავდი, როგორ უნდოდა ამ საღამოზე მოხვედრა და ჩემს მეგობარს შიგნით შეშვება ვთხოვე. მაგრამ ბიჭმა თქვა: "ერთი წამით!" გაიქცა და 50 ბიჭთან ერთად დაბრუნდა, რომელთაგან ერთ-ერთი თუფაქი იყო.
- უხ, შენი! - თქვა ჩემმა მეგობარმა.ყველა ბავშვი უკანა კარიდან შევუშვით. და ცოტა ხანში, კლუბში დაბრუნებულმა, სცენაზე თუფაქი დავინახე მიკროფონით ხელში - მას უკვე დაპყრობილი ჰყავდა მთელი დარბაზი. ამის დაჯერება მიჭირდა. როცა სცენიდან ჩამოვიდა, ერთმანეთს გადავეხვიეთ. მისმა შესანიშნავმა ღიმილმა მთელი კლუბი გაანათა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო.''მაიკ ტაისონი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев