იცით რამდენჯერ მწყენია,
ცრემლი მდენია იმდენი,
ტბა იდგა ზოგჯერ ფეხებთან,
რატომ ვტიროდი იცით?
ტკივილს ვიშუშებდი,
იმ წყენას ვივიწყებდი და
გულს ვიმშვიდებდი!
გულს არ ვაძლევდი ნებას,
ბოროტის ჩასახლებას!
ვიცოდი მერე დარდისგან,
გული,რომ მომიკვდებოდა,
საფრთხეს ვხედავდი ........
ყოველთვის,
ამიტომ მეტირებოდა!
გულს ფრთხილად ვეფერებოდი,
გაუძელ ტკივილს ისუნთქე,
არ შემიჩერო ბიძგები,იცოდე
გარდავიცვლები!
იცით რამდენი ტკივილი .........
ამიტანია?
იცით რამდენჯერ,ცოდვები
მიმიტევია?
იცით რამდენჯერ,სხვის გამო
თავიც კი გამიწირია!?
გული ყოველთვის გულობდა,
არასდროს მიბოროტია!
ასეთი უნდა გშობოს მშობელმა,
ეს ჯიშია გენეტიკას ეკუთვნის,
კეთილს მუდამ ,ებრძვის სატანა,
უნდა შეგეძლოს ატანა!
მაგრამ ღმერთი უფრო მეტად
ძლიერი და წრფელია!
როცა მტკივა,როცა მცივა და
ვერავინ ვერ მათბობს,
მაგ დროს ერთი, წრფელი ლოცვა
გამათბობს!
სულში სითბო ჩამეღვრის და
მე სიკეთე დამათბობს!
მერე წამში ეს ტკივილი, მიიყუჩებს,
და სიკეთე დამათბობს!
სანთლის ნაზი ელვარება,ჩემს
გულს დაამშვიდებს,გამათბობს!
ტაძრის გუმბათის მშვენება,
დამავიწყებს ტკივილებს ........
სიკეთისკე განმაწყობს!
ხო და ვიტყვი ასე,რომ ძლიერი ვარ!
მ.მელიქიშვილი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев