შენ სიყვარულზე მეტი ხარ ჩემში...
პოეტი ვარო ვერ დავიბრალებ...
საკუთარ თავს კი . ვპოულობ. შენში..
ცაცა და მიწაც გრძნობებს არიჭერს...
ზეცაში ბეწვის გავიდე ხიდი...
მინდა სამყაროს ებას კარიბჭე...
იმ კარიბჭეში შევიდე მშვიდი...
მთვარის ჩრდილები დამახვევს თავბრუს...
შენს სიყვარულში ვუტყდები ყველას..
გრძნობებსა ვწერდი ფურცლებად აბმულს...
დაღლილი კალმით ვაწობდი მელანს...
სადღაც ქრის ქარი... ვხატავ აჩრდილებს...
თვით ჩემს ლექსებში შევედი შინა...
ვაჟი ლამაზმანს ბაღში აცილებს...
და მე ამ ბაღში დავიდგი ბინა...
მიყვარხარ მეთქი ეგროგორავთქვა...
ეს უფრო არის ფერისცვალება...
ჯვარზე ნაწერი ძლიერი აღთქმა...
და კიდევ ერთი გარდაცვალება...
გაუდგა ხორცი, ძვალსა და რბილობს...
მჩქეფარე სისხლი ძარღვებსაც ანგრევს ...
ვით კეთროვანი გაცლასა ცდილობს...
ფერი დაკარგა წითელმა ბაგემ...
ხან... სიყვარული წააგავს აპრილს...
შიშველ ტოტებში ყვავილობს ნუში...
შენ სიყვარულში მიყვარხარ გარყვნილს...
დღეს უფრო ძლიერ... ვიდრე. ეს გუშინ...
მ.ლ
03.10.2018
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14