ძალიან მიჭირს ამაზე წერა
ბოლო სიტყვები ჩემთვის ძნელია,
ყველაზე ცუდი იცი რა არის?
დარჩენა გინდა და არ შეგძლებია...
როცა მე წავალ უნდა გამაგრდე
ეს ფუძე-ჭერი უკვე შენია,
ქარს ნუ გაატან ყველაფერს შვილო
ოფლით და სისხლით ნაშენებია...
როგორ მინდოდა რომ მოვსწრებოდი
შენს ვაჟკაცობას, ყმაწვილკაცობას,
გოგოებს თავს რომ მოაწონებდი
და დაიწყებდი ღრუბლებში ფრენას....
მანდილს ყოველთვის ეცი პატივი
ქართველ კაცს "მაგი" არ შეგეშალოს,
და თუ ვიღაცამ გამოგიწვია
პასუხისათვის არ შეგებრალოს.
გულომოწყალება იმას არ ნიშნავს
რომ ცხოვრებაში თავი დახარო,
არავის მისცე იმის უფლება
შენი სახელი ლაფში გასვაროს.
დედას გაუფრთხილდი,მის გულს მოეფერე,
შენი იმედი მაქვს აწინ...!
მივდივარ,მაგრამ სახლში კაცს გტოვებ
ზეციდან იცოდე თვალს არ გაშორებ.
ცუდ ხალხს მოერიდე,ქუჩას ნუ აჰყვები
წამალს ნურასოდეს ნუ გაეკარები!!!!
ჯანსაღად იცხოვრე და ბევრი ილოცე
მაშინ ჩავთვლი რომ, რაღაც დაგიტოვე....
ჩვენს ტრადიციებს პატივი ეცი
შენი სამშობლო გულით გიყვარდეს,
საქართველო ხომ ჩვენი დედაა
დაიცავი და თან ეპატრონე.
შენც გეყოლება შვილი როდესმე
ჩემს დანატოვარს მასაც გადასცემ
არ დაგავიწყდეს რომ ხის სიმაღლეს
ფესვიდან ვზომავთ, გენი არ გაწყდეს....
ფესვები შვილო წინაპრებია
მათ დანატოვარს ნურას მოაკლებ
უნდა გადასცე შთამომავლობას
ის ადათ-წესი სისხლში რაც გვაქვს ჩვენ.
........................................
მეტს არაფერს არ დაგიწერ
ღირს გყავ უნდა შემისრულო
კაცი უნდა კაცად მოკვდეს
მამის გული გეხუტუნოს...
15.02.2018
ე.ჩხაიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев