Предыдущая публикация
და ღიმილებად დამჩემდე გულთან,
წამში გამივლის ყოველი დაღლა
გათეულ ღამის სიცივე სულთან.შენ რომ შეგეძლოს მოხვიდე ახლა
სუნთქვები ისევ მაჩნიო ყელთან,
ყველა გრძნობისგან დავიწყებ დაცლას ,
რაც ვერ გითხარი და უნდა მეთქვა.შენ რომ შეგეძლოს ამოთქმა დარდის,
მეც მოგიყვები ღამეულ შფოთვას.
რომ უშენობა ლანდებად დადის,
და ახმაურებს ჩემს მყუდრო ოთახს.შენ რომ შეგეძლოს ფიქრის წაკითხვა,
ვერთქმულ სევდების წაშლა თვალებში,
შენ რომ შეგეძლოს ...
შენ რომ შეგეძლოს ...
გააჩერებდი იმ დროს წამებში.
როდესაც მწამდი...
უთქმელად...
ჩუმად...
როგორ არ მსურდა მაშინ გაგეშვი..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1