თავი მე 6 ე
მიუხედავად იმისა რომ ლადოს მრავწლიანი ოჯახი ქონდა მასში მაინც არ სუფევდა ოჯახური იდილია მას რაც აჩერებდა ეს იყო ლევანი. რომელიც ყოველგვარად გვერდით უდგა და ცდილობდა ცუდ გზას არ დადგომოდა და წარმატებული ყოფილიყო არა თუ მარტო სწავლაში არამედ ცხოვრებაშიც რომელსაც ამ ფენომენს ძალიად დიდი სიურპრიზების მოწყობა შეუძლია კარგის თუ ცუდის.. ეს პროცესი მან გაიარა და ამის გამო ის ვერ გახდა ბედნიერი ოჯახის ბედნიერი მამა. თუმცა ყვოველ ღონეს ხმარობს რომ არ აყვეს ფსიქოლოგიურ წარმოქმნებს და ცდილობს ოჯახში მშვიდი იდილია ქონდეს. თან ექიმის კარიერაც არ უწყობს ხელს მოაწყოს ოჯახური კომპლიქტი. რადგან ყველაფერში მის თავს ადანაშაულებს. ყველაზე მეტად რაც მას გულს უკლავს არის ეთერის ბოლო სიტყვა ამ ბეჭედს სამარემდე ჩავიტან..
ქალბატონი ნელიკო კი არ ცხრებოდა და ვერ ასვენებდა ფიქრი ლევანზე. ლევანიმ კი თავის ფიქრებში რომელიც ვერ გაერკვია ჩაეძინა და დილით გაემზადა ბებოს დაემშვიდობა და გაემგზავრა.
ნიაკოც ადგა ცოტა უხასიათობა დაყვა მაგრამ არაუშავს, გაიფიქრა სკოლაში მოვალ ხასიათზე, დედის და მამის სურათს დაემშვიდობა, დილით რძე მიირთვა და წავიდა, იქ კი ამხანაგი გოგონების თავყრილობა დახვდა. როგორც კი ნიაკოს მოკრეს თვალი დაიშალნენ
მიესალმათ ჩანთა იქვე თავის მაგიდის ქვეშ დადო დაჯდა და გოგონებს გაკვირვებული გახედა
კი მაგრამ რა ხდება?! რაზე ჭორაობდით იქნებ მეც გამაგებინოთ.
ეს საიდუმლოა
ხოო? შენც მესაიდუმლოები კითხა დაქალ ამხანაგს რომელთანაც უფრო მეგობრობდა.
დიახ და გაეცინა
კარგი რადგან ასეა არც მაინტერსებს .
ამოიღო პირველი გაკვეთილის წიგნი და გადაშალა. რათა ისევ გადაეკითხა.
ნიაკო ცუდი არ იფიქრო ცუდი სიურპრიზი ნამდვილად არ არის.
არ მაინტერესებს რადგან სიურპრიზია იყოს სიურპრიზი.
ნიაკო ის ახლგაზრდა ვინ იყო?
ვინ?
აი სკოლაში რომ მოგაკითხა. კარგი წარმოსადეგი ყმაწვილი ჩანდა.
ხო? არავინ ისეთი შენ რა? ხომ არ მოგეწონა?
-- რატომაც არა მაგრამ იმ ბიჭს შენ მოსწონხარ შენ კი ჩემი დაქალი ხარ.
-- საიდან დასკვენი რომ მე მოვწონვარ?
- აბა რა დარჩენია ამ სკოლაში? თუ არა შენ და გაეცინა.
კარგი ჰო . მე არავინ მომწონს რადგან მე უნდა ვისწავლო..
არც ის?
ვინ ის?
აი ის და ამხანაგ ბიჭისკენ ანიშნა.
არა
არა, გაუვლის ბავშვური გატაცებაა..
არა მგონია ნახე როგორ იყურება მეშინია რამე არ ჩაიფიქროს
კარგი გაჩუმდი ნუ მაშინებ! ეს ხომარა თქვენი სიურპრიზი?
ამდროს პირველი ზარიც დაირეკა და გოგონებმა შეწყვიტეს საუბარი.
ნიკა კი მართლა თვალს არ აშორებდა ნიაკოს და ბრაზობდა იმ დღევანდელ დღეზე.
ლევანი მშვიდობით ჩავიდა სახლში. მშობლები სამსახურში იყვნენ. სოფლიდან წამოღებული ნობათი სამზარეულოში დაალაგა. ყველი ბებოსი და მართა ბებოს გამოტნეული ცალ ცალკე სუფთად დაალაგა და თავზეც გადააფარა. შემდეგ გარეთ გავიდა ტელეფონის მაღაზიები შეათვალიერა.. რომ ეყიდა რათქმა უნდა ფულს მამას სთხოვდა.
სახლში მისულ მშობლებს ლევანი მოსული დახვდათ. გაუხარდათ და დიდი სიყვარულით მოიკითხეს ნუცა ბებო.
ლევანიმაც დიდი სიყვარულით გასცათ პასუხი და უთხრათ რომ სოფლიდან გამოატანეს პროდუქტი და ყველი.
მართლა? როგორ მომნატრებია ჩემი დედამთილის ნახელავი ყველი .ადგა და სამზარეულოში გავიდა ნელიკო
მამა რაგაც მინდა გითხრა და გთხოვო იმედია გამიგებთ
მითხარი შვილო
მამა შეყვარებული ვარ ერთ კარგ სოფლის გოგოზე. გთხოვ არაფერი მითხრათ მე ის მიყვარს.
ლადოს გაეცინა . მე არა შვილო მაგრამ აი დედაშენს კი ჩუმად უთხარი გული არ გაუსკდეს
დედისთვის ჯერ არც ვაპირებ თქმას ის გაიგებს მაშინ როცა ერთად წავრსდგებით თქვენს წინაშე. ოჯახიც ვიცი და ჯერ მოსწავლეა, ექიმი უნდა გამოვიდეს. ძალიან უჭირს მის ოჯახს და მინდა ხელი შეუწყო.
მერე ჩემგან რას ითხოვ შვილო?
ფულს მამა დაბადების დღე მოდის და ტელეფონი მინდა ვუყიდო. მან არიცის ეს სოურპრიზი იქნება.
კარგი შვილო. თუ დარწმუნებული ხარ რომ კარგი გოგო და ოჯახია, მოგცემ რომ უყიდო
შვილო აქ ორი სხვადასხვა ყველია. გემოთაც სხვაა.
ხო დედა ერთი ნუცა ბებოსია მეორე კი მართა ბებოსი.
ლადოს მართას სახელზე ცოტა სახე შეეცვალა. ადგა და ყველი დააგემოვნა
ლადო ეს ყველი ძალიან გავს შენს მიერ ნაყიდ ყველს.
კარგი ნუ მოიგონებ ხოლმე . და გავიდა ოთახში. ნუთუ მეორდება წარსული. ვინ გოგო შეგიყვარდა შვილო ფიქრებს მიეცა ლადო. ავტ ნარა დანელიია შანდელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9
ამომხდა სული