თავი19
ელენემ კიდევ რამდენჯერმე სთხოვა ვახტანგს ეს ინციდენტი ერეკლეს ყურამდე არ მიეტანა,რადგან არ უნდოდა ბიჭს სწყენოდა და ქორწილის წინ დედას დამდურებოდა.
ვახტანგი დასთანხმდა თან გულდამძიმებული გამოუტყდა,რომ მისი კეთილშობილება ამ საქმეს არ წაადგებოდა პირიქით ნანუკას დაუსჯელობის სინდრომი გააყოყოჩებდა და მოსალოდნელი იყო რამე სისულელე არ
ჩაედინა. ინციდენტიდან მესამე დღეს ერეკლემ ვახშმის შემდეგ მამასთან საუბარი ისურვა.მარიამმა მამა-შვილი
მარტო დატოვა.
--ქორწილისთვის უკვე მზად ვართ ,სტუმრები დაპატიჟებულია,
რესტორანი შეკვეთილია და მზადარის. თქვენ მზად ხართ,ჩვენც მზად ვართ ასე, რომ მშვიდად დაველოდოთ ქორწილის თარიღს.
--არა ვახტანგ,მე ეს სულაც არ მეფიქრება,რადგან შენს მიერ ორგანიზებულ საქმეში ეჭვიც არ მეპარება მე სხვა რამე მაღელვებს.ამ ორი დღის უკან ,ჩემმა მეგობარმა ნიკა ღლონტმა მომინახულა. მე ყველაფერი ვიცი მამა.კიდევ რამდენხანს დამიმალავდით ნანუკას საქმენს საგმიროს.
შენს მეგობარს გაუბუქებია ყველაფერი ,არაფერი საგმირო
იქ არ ყოფილა, უბრალოთ გულდაწყვეტილი ქალის ქალური ეჭვის დემოსტრირება იყო და მეტი არაფერი , მოდი ნუ დავიწყებთ საქმის ძიებას და ნუ გავიფუჭებთ წინა საქორწილო განწყობილაბას.
--კარგი მამა,მე არაფერს დავიწყებ ,მაგრამ არ მინდა ,რაღაც გაუთვალიწინებელმა, უაზრო მოქმედებამ ელენე და შენ
დაგაზიანოთ.
--დაწყნარდი მე ვერაფერს დამიშავებს შენს ქორწილს დავამთავრებთ და დაველაპარაკები. ზოგ ზოგ რაღაცეებს გავახსენებ და მოვთხოვ უკან წავიდეს ან თუ აქ დარჩენას აპირებს ვალდებულს გავხდი ყველა ,დადგენილ წესს დაემორჩილოს. შეიგნოს დედა ,რომ არის და მშვიდი ცხოვრება გააგრძელოს. თუ ამას ვერ შეძლებს არჩილს ვთხოვ მიხედოს. არჩილი კი ის კაცი არ არის მაგის გამოხტომები მოითმინოს.მამა შვილმა გადაწყვიტა არჩილისთვის არაფერი ეთქვათ,რათა ამ ავადმყოფი კაცისთვის ისედაც არ დაემძიმებინა ჯანმრთელობა.ქორწილის თარიღი კი თანდათან ახლოვდებოდა. ქორწილამეე რამდენიმე დღით ადრე,ერეკლემ არჩილს შეუარა. ეს საბაბი იყო თორემ დედის ნახვა უნდოდა. ნანუკა არ დახვდა ქალაქში იყო მეგობრებთან
გასული. ერეკლემ მოხუცები მოიკითხა.
--ბებო სად არის ნანუკა ნახვა მინდოდა. -გამომცდელად მიაცქერდა გულნარას ერეკლე.
--ქალაქშია მეგობართან წასული. მოიწყინა ეგ არ არის ასეთ ჩაკეტილობას ჩვეული.
--რატომ ჩაკეტილობას ,როგორც ხმები მომდის ძალიანაც მხიარულ ცხოვრებას ეწევა.
--ერეკლე ვერ ხვდები,რომ ეს მისი საქმეა და არავის ეკითხება მისი პირადული.ეგღა აკლია ნანუკას მამაშენის კითხული იყოს სად წავა.-დამცინავად გაეღიმა გულნარას
--არა გულნარა სამწუხაროდ ეს მამაჩემს არ უკითხია,საბედნიეროდ ვახტანგი თავისი საქმეებით არის დატვირთული. ჩემი მეგობრები ნახულობენ სხვადასხვა ბარში თუ კაფეში. ისე მართალი ხარ ვისი საქმეა ,მაგრამ რატომ შენს ქალიშვილს არ ეუბნევი,რომ მისი საქმე არ არის
სხვები როგორ იცხოვრებენ. რა გული შესტკივა ვახტანგზე ერთი ვიცოდე.
--ის შენი დედაა და მეტ პატივისცემას მოვითხოვ.-ხმას აუწია გულნარამ.
--ხოდა დაიმახსოვრეთ ის ჩემი დედაა და მეტ პატივისცემას მოვითხოვ.მშვიდი ხმით დაუბრუნა პასუხი ერეკლემ.
--რა ხდება ბაბუ,მე რამე არ ვიციი?-იკითხა მკაცრად არჩილმა.
--შენ იმდენად კარგი კაცი ხარ ბაბუ ,ბევრი რამე არ იცი.ხომ არ დაგავიწყდა ამ შაბათს შენი ბიჭის ქორწილია.-ჩაეხუტა შემოსულ მოხუცს ერეკლე .-ხომ იცი თამადა შენ ხარ. არ შეგეშინდეს დალევას არ ვართ. მე შენი თბილი და კეთილი სიტყვები უფრო მესიამოვნება. აბა ეხლა გავიქცევი ბევრი საქმე მაქვს .- აკოცა არჩილს ბიჭმა და კარებში გასულმა გულნარას შემოსძახა:-შაბათს ქორწილია და დედა- შვილისგან სიმშვიდეს და პატივისცემას მოვითხოვ.
--რატომ თქვა ბიჭმა ეს,რა ხდება ერთი მითხარი ჯერ არ ჩამოსულა და მისათითებელი გახდა?-გაბრაზებულმა იკითხა არჩილმა და ცოლს ისე შეხედა გულნარა მიხვდა არჩილი არაფერს აპატიებდა.
იოსელიანები დიდის მონდომებით ემზადებოდნენ. მანო და ელენე მარიამის გვერდით იდგნენ. აქტიურად ქორწილის ორგანიზებას ელენე უძღვებოდა მაგრამ საქმის კურსში მარიამი ყავდა და ყველა დეტალს მარიამთან და მანოსთან ათანხმებდა. ახლაც აივანზე ისხდნენ და ყავას სვამდნენ და თან საუბრობდნენ.
--უყურე შენ ამ გულნარას ერთხელაც არ მოვიდა და არ იკითხა რა ხდება.ნუთუ არ აინტერესებს?-იკითხა მანომ
--მეც განცვიფრებული ვარ ,ნუთუ არ აინტერესებთ რა ხდებაა?
--დეიდა მარიამ არ მიკვირს ,რადგან გულნარას სწყინს ჩემი არსებობა ამ ოჯახში და წყენასაც არ მალავს.
--შვილო მაგას საწყენი რა სჭირს სამოგზაუროდ და დროს სატარებლად გაგზავნა გოგო ხელში შემატოვა რვა თვის ბავშვი და დღემდე არ უკითხავთ, ქორწილში მზამზარეულზე დავპატიჟე და ეს წყინს არ გამაგიჟო ახლა?-გაცხარდა მარიამი.
--ხო რა გიკვირთ ის დედაა და შვილის მხარეს იცავს.
--იცი რა აგიჟებს მაგ ქალბატონს,ისეთი თავხედი ქალია იმ ქალბატონის ტრაშუნს ხომ შეუწყო ხელი ,ახლა დარწმუნებული ვარ გააგიჟა და აამხედრა ,რათა იბრძოლოს იმისთვის სიბერე გაილამაზოს და ვახტანგი დაიბრუნოს ,აი
ასეთი უნამუსო ქალია ეგ შენი გულნარა.- გაბრაზებულმა ჭიქა მაგიდაზე დადგა მარიამმა.
--არ მინდა ნანუკას,რამე შეეშალოს შვილთან და სამუდამოდ მარტო არ დარჩეს.-დანანებით ჩაილაპარაკა ელენემ.
ნანუკა ზღვის პირას ერთერთ კაფეში იჯდა და ვახტანგს ელოდა. დოდოს დაურეკა და უთხრა ,რომ ვახტანგთან ლაპარაკი უნდოდა. იმედი არ ჰქონდა,მისი მოსვლისა,რადგან იმ ინციდენტის შემდეგ ვერ იფიქრებდა ვახტანგი მასთან შეხვედრას ,თუ მოინდომებდა.იცოდა, რომ მასთან მკაცრი ლაპარაკი ექნებოდა. მაგრამ მთავარია მოსულიყო და ენახა .
თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა. არ უტყდებოდა თავს ,რომ ამ ხნის მანძილზე ისევ უყვარდა ეს კაცი და მის გარეშე ამ ხნის მანძილზე უჭირდა.დიახ სიყვარულში და ომში ყველა ხერხი გამართლებული იყო და ამიტომაც ,არც ბინძურ ხერხებზე იტყოდა უარს ოღონდ ვახტანგი უკან დაებრუნებინა.კაფეში ვახტანგი შემოვიდა მაღალი ამაყი და ისევ ისეთი ლამაზი. ნანუკაში უეცრად ქალმა გაიღვიძა და მიხვდა ამ კაცის გარეშე მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და ყველა ის ჩანაფიქრი, რითაც მის უკან დაბრუნებას ცდილობდა გამართლებულად და მიზანშეწონილად ჩათვალა.ვახტანგმა სკამი უჩუმრად გამოსწია და დაჯდა.
--აბა კიდევ რა მოიფიქრე რა ხდება და რას მეტყვი ახალს.მკაცრად შეეკითხა ვახტანი.
--ჯერ მომესალმე და ახალს მერე გეტყვი.- სევდიანად გაეპასუხა და სიგარეტს მოუკიდა ქალმა.
--რა ხდება,აბა გისმენ ხომ იცი მე დიდხანს არ დავჯდები და არც დიდხანს არ ვილაპარაკებ.ისე მეც მქონდა შენთან სალაპარაკო ,მაგრამ ამას ქორწილის მერე ვგეგმავდი .კარგი მითხარი და მეც გეტყვი არ გადავდებ ამ ლაპარაკს ,რადგან შენთან შეხვედრა არც ისე სასიამოვნოა ჩემთვის.გისმენ აბა რაზედ შეწუხდი.-თვალები მკაცრი და ცივი გაუხდა ვახტანგს.
--ჯერ იმ ინციდენტზე მინდა ბოდიში მოგიხადო. ასეთი სისუსტე და გამოხტომები არ მეკადრება.უბრალოდ ქალური ეჭვი იყო . ვიცოდი,რომ კარგი ქალი იყო მაგრამ ფიზიკურადაც თუ კარგი იქნებოდა არ მეგონა. არა და იცი დიდი ხანია ,რომ უყვარხარ,ჯერ კიდევ მანამ სანამ დავქორწილდებოდით .მიკვირს მანომ თავის დაქალამდე რატომ არ მოიტანა ეს დიდი სიყვარულის ამბავი არ ვიცი?.მაგრამ ვატყობ არც ისე ყვარებიხარ გამბედაობა ყოფნოდა.-დამცინავად მიაცქერდა დაბნეულ ვახტანგს .
--ეს საიდან მოიგონე,რომ დიდი ხანია ვუყვარვარ .მერყეობა შეეპარა ვახტანგს ხმაში.-მე ის შემთხვევით გავიცანი-ჩაილა-
პარაკა ვახტანგმა და ელენეს ხმა გაიგონა ,,ვახტანგ გულგრილი"ე.ი.
ნანუკა მართალია და ელე დიდი ხანა მცნობს.
--რა ავარიაც გგონია შემთხვევით გააკეთა და თქვენს ოჯახსაც შემთხვევით დაუმეგობრდა?რა გულუბრყვილობაა. ქალმა ამდენი წლის მერე დაგეგმა იდეალური გეგმა შენი ხელში ჩაგდებისა და ამ ხნის მანძილზე ვერ მიხვდი,სად იყო აქამდე ?მას უფრო იდეალური გეგმა ჰქონდა და ელოდა ,როდის გაიზრდებოდა ის ობოლი ბავშვი ,რომ ის შემოეყვანა ამ თამაშში,ერეკლესთვის გაეცნო და საბოლოდ დაპატრონებოდა მამა შვილს. ნუთუ ისე იყავი ქალის დაუფლების სურვილით შეპყრობილი ყველაფერზე წახვედი და შვილის ბედით არ
დაინტერესდი.?
--გეყოფა, ქეთათო არაფერ შუაშია იმ საცოდავ ბავშვს შეეშვი.
--მართალი ხარ ,ის ბავშვი რა შუაშია. აქ თავი და თავი შენი უმანკო ,,მშვენიერი ელენეა" ,ქალი მონსტრი და გიენა.
ხომ უყიდე მანქანა ,არ ეყოფოდა მისი გულის მონადირებას,მაგრამ მას უფრო დიდი გეგმა ჰქონდა,ხედავ
როგორი მაგარი გამოდგა,,ჭილის ქუდი"?-დამცინავად გადაიკისკისა ნანუკამ. ვახტანგი შეკრთა ნანუკას კარგად ემუშავა და დოდოსგან ბევრი, რამე იცოდა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი მთავარი იყო ის რომ ელემ რატომ დაუმალა,რომ
დიდი ხანია უყვარდა. ე.ი. ვახტანგი ამდენი ხნის ბრძოლის დროს მოპოვებული ნადავლია.
-- მორჩი ამ ზღაპარს,ახლა მე გეტყვი. რაც მოყევი შენთვის შეინახე არავის სჭირდება. შენ ჩემთვის ყველაზე საძულველი ქალი იყავი და ამის მერე ხომ მითუმეტეს. ქორწილის შემდეგ ეცადე არასდროს მომხვდე თვალში,და თუ ამ ქალაქში დარჩენას აპირებ იცოდე ისე მოიქეცი,როგორც ერეკლე იოსელიანის დედას შეეფერება თორემ გაგაქრობ, გაგანადგურებ დაიმახსოვრე ესკარგად.-ვახტანგი მძიმედ წამოდგა და კაფე დატოვა. ნ ანუკამ ცრემლი მოიწმინდა და კაფის სიღრმიდან მიმტანი გოგონა მოიხმო ტელეფონი გამოართვა ასი დოლარი გაუწოდა და კაფე აჩქარებულმა დატოვა.კაფიდან გამოსულმა დაინახა ვახტანგი მანქანას მიყრდნობოდა და ხელი გულზე მიედო.
--ჯერ სად ხარ ახლა იმის ჯერია. გაგანადგურებთ ბოლომდე თუ ვყოფილვარ ნანუკა ინწკირველი.
გაგრძელება იქნება
თამარელა /თამარ დანდლიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3