ეძღვნება ყველა ღირსეულ დედებს, უღრმესი სიყვარულითა და პატივისცემით.
***
რა კარგია როცა დედა გყავს და იცი გელის,
ტკბილ ლოდინში გული ცელქად ტოკავს, ლაღად მღერის!
ცოტაც და შემოგეხვევა: – „შემოგევლოს დედა,
აგაშოროს სატკივარი, დარდი თუ რამ გდევდა!
ჩვენს გამჩენს და დედას ენდე, შენს გვერდით ვართ მუდამ,
შენ გნატრობდი, მე სხვა განძი არასოდეს მსურდა!
შენ ხარ ჩემი საუნჯე და სუნთქვა – ყოფის არსი,
უშენობა არ მეღირსოს, არ ექნება ფასი!
შენთვისა ძგერს ცხელი გული, ვერ ისვენებს წამით,
შენს ლოცვად მაქვს აპყრობილნი ზეცისაკენ თვალნი,
რათა ქვეყნის შემქმნელს ვმადლო ძვირფას ნობათისთვის,
დედაშვილურ სიყვარულის, უძირო ტკბობისთვის!
ძილისპირულს გიმღეროდი და, გირწევდი აკვანს,
უანგარო გრძნობით, არც ერთ სხვა განცდას რომ არ ჰგავს...
დაქანცულიც შენს ტირილზე კვლავ ვიკრებდი ძალას,
სიკეთეებს ვნატრულობდი შენთვის მრავალს, მმმრააააააავალს!
შენ მაცოცხლე, მაზიდვინე წუთისოფლის ტვირთი,
მოდი მალე, გზას გავცქერი და თითებზე ვითვლი
წამებს, როცა დაგინახავ, ჩაგიკონებ გულში
და, დავდნებით დედაშვილურ ალერს, სიყვარულში!...„
ტოლი არ ჰყავს გრძნობას, როცა დედა გყავს და გელის,
თუნდაც შორს გეგულებოდეს, გული ლაღად მღერის!
თუმც თავადვე დედები ვართ, მასთან ხანს ვერ ვამჩნევთ
და, თავს ბალღურ ნებივრობის უფლებასაც ვაძლევთ!
ოოო, რა ძლიერ მომიხუცდა ჩემი დედა ტკბილი,
მასზე ფიქრით დამეკარგა მოსვენება, ძილი,
მინდა კიდევ დიდხანს მყავდეს განძი თმაჭაღარა,
დედაშვილურ სიყვარულის გზებით რომ მატარა
და, თბილ გულში მიმიჩინა საიმედო ბინა,
ღვთაებრივი სიყვარულის ძალა მაგრძნობინა!!!
რა კარგია როცა იცი , – დედა გყავს და გელის!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев