იქ,სადაც ოცნებებს აღვიძებს ტყე-ველი,
იქ,სადაც თვალები სიწმინდეს ასხივებს,
იქ,სადაც შორსაა ცოდვისგან ხელები.
წამოდი,გავცილდეთ ამ დაღლილ სამყაროს,
არ გვინდა ამდენი შავ-თეთრი ფერები,
ცხოვრება ჩვენ ისევ ვარდისფრად დავხატოთ
და მუდამ ერთგულად ჩავკიდოთ ხელები.
გავუყვეთ ხასხასა,დანამულ ბილიკებს,
ვიაროთ დილამდე ცათ აწვდილ აღმართზე,
იქ,სადაც ჰაერიც წუხილებს ამშვიდებს,
იქ,სადაც გრძნობებში არ გთხოვენ არაფერს.
ვირბინოთ მთელი დღე ანკარა წყაროსთან,
დავიცვათ ცოდვისგან,დაღლილი სულები,
ვიტკინოთ სიცელქით მუხლები,რა მოხდა?!
ოღონდაც,არავინ გვატკინოს გულები.
არ მინდა იქ,სადაც სიყვარულს გვიშლიან,
გამთბარი ხელები გრძნობებს ვერ ამხელენ,
იქ,სადაც ყველაფერს წონიან,ყიდიან,
და სადაც ოცნებებს ტყუილზე აგებენ.
ბავშვობა გვეძახის,წამოდი წავიდეთ!
ძვირფასო,თავიდან დავიწყოთ სიცოცხლე!
ავისხავ სხეულზე მზისთვალა გვირილებს,
დავითვლი ათამდე,მოდი და მიპოვე!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев