გამოკრული მაქვს სულზე აფიშა,
ეს მე მოვდივარ დღეს შენ წინაშე
იმ იმედით, რომ არსად გამიშვებ.
წვიმს სულსწრაფად და გულსაც
მიჩქარებს,
იცვლის ღრუბელი ფერს
და ჰაბიტუს.
თითქოს ამინდი ფრჩხილებს
იჭამდეს
ისე ტკაცუნობს ზეცა.
კამიუ
გადაშლილი გაქვს. ჩემზე არ
ფიქრობ
და მე ამასაც ვგრძნობ ჩემს
ფიქრებში,
ნეტავი ქვეყნად სულაც არ
ვიყო
ან ვიყო მანამ,სანამ
იქნები.
შენ- წაკითხული გვერდი
რომანის,
მე ცარიელი სუფთა,
ქაღალდი,
მოდი და გულზე გული მომადე,
რომ მიწას ტანი აუკანკალდეს,
რაღაც ისე ვარ,ნუ როგორ
გითხრა,
თითქოს ეკალი ფრჩხილში
შემესო,
ასი ათასი ჩემგან მოკითხვა
და ყველაფერი
საუკეთესო
გქონდეს,ჩემს სიტყვას
ვერცხლის ფასი აქვს
და სიბნელეში უფრო
ბრჭყვიალებს
ვერ შევიცვალე, დღემდე
ასე ვარ,
საპირისპიროდ ვცურავ
მდინარეს.
გარეთ კი წვიმს და წვეთებს
ასეველებს,
მე კი მივდივარ,მაგრამ
ვერსაით,
და ვცდილობ
ვცდილობ ამოვასვენო,
შენი ტანიდან
გული
მზესავით.
ალექსანდრე შურღაია
<3 https://m.youtube.com/watch?feature=share&v=dqN-xPSP_rw
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1