Предыдущая публикация
ქალი შენით ახარე და... თუ შეიქნა საჭირო:
ივაჟკაცებს, იგმირებს და ჭირსა გიქცევს სალხინოდ....
ქალი უნდა შეაფასო როგორც სხივი მზისაო,
ჩრდილს რად ეძებ წარბებს შორის... ესაა თუ ისაო.
ქალი ისე შეიყვარე არ გახედოს არავის,
თუ სამყარო მისთვის გინდა წინ იარე მარადის!
ქალი უნდა აქალო და ქონდეს წმინდა ადგილი,
სიძნელეებს არა უფრთხის, არც აშინებს მანძილი.
იხარე და იდღეგრძელე ქალის სამფლობელოში
სიყვარულის ,,კალმახები" ცურაობდენ წყაროში!
შადრევანად გაგრილებდეს ,,სოროში!" და ბაღშია
მისად მაშინ დაგინახავს როს უდგეხარ მხარშია!
დალი ბზვანელი 2022წლის 15.06
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев