სარკისებური დღეა! 06.06
გაღვიძებისთანავე მადლობა უთხარი უფალს რომ ინება შენი გაღვიძება. ინება დღევანდელი დღის სილამაზე შეიცნო!
გაუგზავნე სამყაროს დადებითი ემოციები სიმღერ სიმღერით!.
ყველას უსურვე ყოველივე კარგი და საუკეთესო. ეს ცხოვრება ბუმერანგია! სიტყვა დიდი ძალაა! რასაც სხვას უსურვებ იგივეს დაგიბრუნებს სამ მაგად! იყავი კეთილი და ტკბილმოუბარი ყველასთან. გაიხარე სიცოცხლით და გაგახარებს შენც. დალოცე სხვა და დაგლოცავს შენც!
იხარე! იმრავლე! იბედნიერე ჩემო კარგო, კეთილო და ჩემთვის სიხარულის, წარმატების მსურველო!
ყოველივე საუკეთესოს გისურვებ!
,,ბრალია!"
გასარითმი ლექსების დასტაქარად ვითვლები
მე სიხარულს მჩუქნიან შენი თლილი თითები,
გადაყვები კლავიშებს, აამღერებ ჰანგებსა
ტკბილკვერსაც კი ვივიწყებ, ჩურჩხელას და ჩაროზსაც...
*** ისე მაგრად მომწონხარ როგორც ტოლმა წინა დღის,
ხაჭაპური, ხინკალი, შავი ღვინო წინანდლის...
ყანწით ვიტყვი სათქმელსა, ერთად შევსვამთ ,,ვახტანგურს"
ეშხიანი ღიმილით მიზიდავ და მითბობ გულს...
*** შენთან მოვალ ალავერდს - ამ გაცნობის დავლიოთ
ლექსებს მრავლად მოგიძღვი სიყვარულის ქალიო...
გულს ახარებს დილაო ლექსით მღერის ქარია
ახლა რომ გეფერება მომღიმარი დალია...
*** გათენებას დავლოცავ, მშვიდ და ლამაზ დღესაო
ღამე ვითვლი ვარსკვლავებს, დღე ვუმღერი მზესაო...
ისე მიყვარს სიცოცხლე როგორც თევზსა წყალია
ეს ლამაზი ლექსი კი სიყვარულის ,,ბრალია!"
დალი ბზვანელი 2022წლის 06.06
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев