მადლობა უფალს კიდევ ერთი ლამაზი, დალოცვილი და წარმატებებით გაჯერებული დღისათვის!
ჩვენი დიდი ოჯახის უფროსი შვილიშვილის ამირანის! მრავალი ახლობლის და უამრავი სხვა ქართველის დაბადების დღეა დღეს!
ერთერთი ულამაზესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში.
დაგვლოცოს უფალმა და სიხარული გაგვიმრავლდეს ჩვენი იუბილარების და ქართველი ერის კეთილდღეობითა და წარმატებებით.
დღეს მოხსენიებულ წმინდანთა მოსახელეებო! იუბილარებო და უფლის მადიდებელნო გილოცავთ II მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენების დღეს!
დაგილოცავთ იუბილარებს და ოჯახის წევრებს.
ამ ლექსით მოგილოცავთ დაბადების დღეს ჩემო კარგებო და ქართველ ერს ვუსურვებ ნიჭიერი ქუთაისელი ახალგაზრდების სიმრავლეს.
ქუთაისს!
პოეტებს და ჰიმნოგრაფებს არ ჭირდებათ ფიცი, მტკიცი
ქუთაისი ქალაქია ნაღდი ძმობის - ყველამ ვიცით!
აიეტის უძველესი სატახტოა ქუთაისი,
ერთგულების, სიტყვის, საქმის აწმყოთი და მომავლისით.
*** პოეტებს და ჰიმნოგრაფებს ნუ აკადრებთ აჩქარებას,
სიტყვას იტყვის, ამღერდება!? - მაშინ ნახეთ გაკვირვება!
რაც გინდ გსურდეს არ იქნება - არ შავდება თეთრი ყვავი....
ქუთაისის კუნჭულებში სიყვარული მარად ყვავის!
*** მაშ იცოცხლე, აღორძინდი, გაიხარე ქუთაისო
მონატრებულ მოფერებას ვერაფერიც ვერა ცვლისო,
დაგილოცავთ იმერეთის ძველ სატახტო ,,მუხა" ქალაქს
ერთხელაც თუ დაგჭირდება!? დაგედება მყისვე წამლად...
*** გადმოხედავ ხომლის მთიდან, გადაშლილა პირად რიონს
ამ ქალაქში უმღერია აკაკის და გალაკტიონს.
სასმისს ავწევთ და თამამად კვლავ ვახარებთ ქართველ ერსა -
გავუმრავლებთ ქუთაისლებს შესაფერს და საკადრისსა!
ბზვანელი დალი დადუნაშვილი
2022წლის 04 ივნისი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1