1)ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული( იგი აღინიშნება ახ სტ: 3 ივნისს, 6 ივლისს და 8 სექტემბერს)
2) და მოციქულთა სწორისა
დედოფალ ელენეს და მისი ვაჟის კონსტანტინე მეფის
ხსენების დღე!
ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს! იუბილარებს და წმინდანთა მოსახელე ყველა მარიამს, ყველა ელენეს, ყველა კონსტანტინეს და მათი ოჯახის წევრებს გილოცავთ ამ ლამაზ დღეს!
იხარეთ იმრავლეთ და იბედნიერეთ სადიდებლად უფლისა.
***********************
გვლოცავდეს და გვეწეოდეს ღვთისმშობელი დედა
გავამძაფროთ გულის ყური, სმენა, თვალთა ხედვა.
დიდი რწმენის ნაპერწკალმა რომ გაათბოს გული
შევძლოთ ლოცვით დავამშვენოთ მგალობელთა გუნდი!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 03 ივნისი.
ელენეს შვილი კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმინდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმინდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმინდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმინდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმინდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინოპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.
ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმინდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев