Предыдущая публикация
სიცილით როცა ებრძვი სიკვდილს - საოცარია!
მაშინ ხვდები რომ გაცვეთილან ქორფა ვარდები,
გიყვარს ბოლომდე უმისობით განაწამები
როცა სიცოცხლეს დათვლილი აქვს წუთი, წამები.
... დრო შეგახსენებს: მის გარეშე ძალზე ძნელია
როცა გიყვარს და არჩევანი ისევ შენია...
ბედნიერი კი არ ივიწყებს ამ გრძნობას სათნოს,
ამ საიდუმლოს არ მიანდობს არც ქარს! არც საძმოს!
...სიცილით როცა ეგებები სიკვდილს - გმირი ხარ!
ხვდები რაოდენ ძვირფასია ყოველი წამი...
სიყვარულს უცქერ თვალებში და ისე გისრუტავს
როგორც მზის შუქზე მოკისკისე ვარდებზე ნამი!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 28.04
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев