********************
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებით ემზადება საუფლო დღისთვის, რადგან ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ინება ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა.
გილოცავთ ხარების დღესასწაულს!
*********************
***** ხ ა რ ე ბა !
ცოდვებისგან გამომხსნელად
მოგვივლინა ძე თავისი,
ხარების მადლი გვეწიოს
რომ შევიცნოთ მადლი მისი.
*** ხარება და ხარხარება -
ამ დღით ყველას გახარება,
დედაღვთისა ჩვენთანაა
გვეხმარება ამაღლებად.
დალი დადუნაშვილი 2022წლის 07.04
**********************************************
ხარება!
***მართლმადიდებელ სამყაროს
კიდევ მოგვეცა უფლება
ხარების მადლი ვიმოსოთ
და სითბო გავცეთ გულიდან.
******* უფლით ეხარა ქალწულსა
დედა იქნება მხსნელისა,
საწყისი გახდა სიცოცხლის
ღმერთის მაქებარ ერისა.
*** მხურვალე ლოცვით მივაგოთ
სამადლობელი სიცოცხლის,
კურთხეულ არის ძე ღვთისა
დიდებით ახლა რომ მოდის!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 07.04
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев