შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სრულიად მართლმადიდებელ სამყარო! საქართველოს და ქართველ ერს! მშვიდობა მოგვმადლოს და სიხარული გაგვიმრავლდეს შინ და გარეთ!
“ძლევაშემოსილ” ხატს ევედრებიან სიმართლის, გულითადი სიხარულის, ურთიერთისადმი გულწრფელი სიყვარულის მოსაპოვებლად, მამულის მშვიდობისა და დაცვისათვის.
ტროპარი:ანგელოსნი კრძალვითა გმსახურებენ შენ და ყოველნი ზეციურნი ძალნი დაუდუმებელად გაქებენ შენ, ღვთისმშობელო ქალწულო, და მხურვალე ვხმობთ შენდა მომართ, დედუფალო, რაჲთა მადლმან ღუთისამან დაივანოს წმიდასა ძლევაშემოსილსა ხატსა შენსა ზედა და ნათელი დიდებისა სხივბრწყინუალეჲ გარდამოივლინოს ყოველთა სარწმუნოებით შენდა მომართ მლოცუელთა და მხმობელთა ღუთისა მიმართ: ალილუია.ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “ძლევაშემოსილი” 1917 წლის 2 მარტს გამოჩნდა, მოწამე მეფის ნიკოლოზ II ტახტიდან გადმოგდების დღეს. ამის გამო მისი ყველა ასლი იდევნებოდა ეკლესიებიდან. დედნის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
მოამზადა თეონა ნოზაძემ
დედავ ქართველთაო!
ძლევაშემოსილო დედავ ქართველთაო
მადლი გადმოფინე მტირალ ქართველსაო,
სული დაგვიმშვიდე შენი ძალითაო
მშვიდობა მოგვმადლე ძეო უფლისაო.
*** დედა შეიბრალე ძაძით შემოსილი
მამა, ცოლი, შვილი ცრემლით გაჟღენთილი,
ბნელი გაგვინათე რწმენავ უფლისაო
დარდი გაგვიფანტე შენი სულითაო.
*** იბერია გელის მუხლზე დაჩოქილი
მთები გუგუნებენ შიგნით ჩამოშლილი,
გული გაგვიმრთელე დედავ მადლიანო
მზედ გამოანათე - დე გაგვამზიანო!
*** ძლევაშემოსილო მუხლზე დაჩოქილი
თავდადრეკით ვდგავარ სახე ალეწილი
ძალა მოგვეც ქართველს ჩარხი დატრიალდეს
შინა მტერი მოსულ ,,სტუმარს" თანა გაყვეს!
*** ,,ძლევაშემოსილო" ივერიის დედავ
გაგვითენე ის დღე შენ რომ შემოგხედავთ!
ერთმანეთის ნდობით გამაგრდება ერი
ჩვენს მხურვალე ლოცვას შეიწირავს ღმერთი.
დალი დადუნაშვილი 2022წლის 15.03
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев