სტომაქის მონად გამხდარა ზოგიერთ ვაი ქართველი
დახლიდან თოვლივით გაქრა გაძვირებული საკენკი.
ომი! ძმათა კვლა გახშირდა.... ხდება თვალების ახელა
შეგნება გაუფასურდა - არც უნდათ ამის გამხელა.
*** ადამიანი კუჭს აყვა, არა თმობს გაცეს ზედმეტი.
ყველაფერს მისთვის ინახავს, და გადაგივლის ქანცწყვეტილს...
რა გვეშველება კი ვიცით! ოღონდ არ გვინდა განძრევა
სტომაქის მონა კაცისგან ნუ ითხოვ მადლის გაცემას.
*** დღეს რაც კი ხდება გვასწავლის ,,დავემშვიდობოთ ბინძურსა"
ხვალისთვის ჭკუას მოვუხმობთ და გვექნეს საქმით მშვიდობა.
სასჯელის მოხდას ვაგრძელებთ: ,,რად არ იწამეთ იესო,
ჯვარს აცვით, გულით არა ცნობთ, ,,ჩვენში ადგილი არ აქვსო!"
*** და ვიდრე არ დაუჩოქებ დედას! ძესა და წმინდანსა
მანამდე ,,ყალყზე შემდგარი" თავს ხშირად ურტყამ მიწასა...
გსურს მიგეტეოს ცოდვები! - გაბრაზებული რად ხარო!?
ლოცვა, რწმენა და იმედი ესაა მთელი სამყარო.
** უფლის სამსჯავროს წინაშე ყველა ნათქვამი წახდება
საქმე კეთილი არა ქმენ? შენი არსებაც გაქრება....
რაღა აზრია აქვს სიცოცხლეს, უსიყვარულოდ თენებულს
მიიჩნევ ნაცარ ტუტადა, სიცოცხლეს მხოლოდ შენეულს!
დალი ბზვანელი 2022წლის 11.03
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев