მშვიდობიანი მიწა, მშვიდობიანი ცა,
სიხარულს თესდეს მუდამ, გვეფერებოდეს ზღვა.
ისევ ბობოქრობს ავი, ისევ ატირდა დედა,
სამშობლოს დამცველთ მარადის ლოცავს მაცხოვრის დედა.
*** წინ მიგვიძღვის და გვფარავს წმ.გიორგის ფარი
სამშობლოვ ჩვენი სიცოცხლით სიკეთის ჩანდეს კვალი,
დაე დამშვიდდეს ზეცა, დაე გაქარდეს სევდა
ამდენი უსამართლობით მტერს დაებინდოს ხედვა...
*** ვხედავთ გონება წაერთვა, ძმასა ჭირს ძმისა ვალი
ნუთუ არ გახდა საჩინო სანთელს რომ აქრობს ქარი.
ძმაო იძმე და შეიგნე - ეს სამყარო ხომ ღვთისია
ამ წუთში დედა ატირდა, დედა შენიც და მისიაც....
*** რად აიკიდე ვალადა, რად აწყევლინე გამჩენი
მოგეკითხება მწარედა, ცრემლით მოგივა სარჩელი,
შეიგნე: ესე სიცოცხლე მოცემულია უფლისგან
შენ შენსა ძმასა არ ინდობ, თავს ვერ დაიძვრენ ცუდისგან
*** რაც გითესია მოიმკი არ გვიანდება ნაყოფი
მომწიფდება და მიირთმევ როს ტვინი გქონდა ნაღრძობი.
დღეს უკრაინა ატირდა, დედა მებრძოლი ერისა
მტერსა და მოღალატესა სასჯელი ელის ღმერთისგან!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 24.02
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев