არც დროის უკან დახევას არ ვისურვებდი, ვფიქრობ...
ჩემი ცხოვრების თაროზე,ყველაფერს ვუჩენ ადგილს,
სიტკბოც იყო და წუხილიც,_ მეღიმება და ვფხიზლობ...
ამ ჭკუით,გამოცდილებით?!_ კი, შეიძლება, თითქოს...
წარსულზე დროს ვერ დავხარჯავ,წინ მომავალი მიხმობს.
სად,რომელ სიტყვას საერთოდ,აღარ ვიტყოდი?!_ იყოს!
მაშინ ხომ ისე მჯეროდა, ისე მიღირდა იმ დროს!
ხან გამიმართლა,ხან არა... მეტი მინდოდა, ვითომ?!
ყველა გავლილი წამი ხომ გულს სხვანაირად მითბობს.
ხან მაღიმებს,ხან ცრემლებს მგვრის,გარდასულ დღეთა სითბო,
შევცდი თუ იღბალს ვეწიე,_ მაინც თავისკენ მიხმობს.
ხან სიყვარულის დარდისგან გული დუღდა და მწვავდა,
ხან ნეტარების ფრთებისგან,თავბრუს ვიხვევდი ფრენით.
ხან ფეხი მწარედ დამიცდა,ხან მეგობარშიც შევცდი,
ხან ნაბიჯს უკან თუ ვდგამდი,მაინც ვიწევდი ზევით.
შეცვლა არაფრის არ მინდა,იყოს რაც არის,ისე.
ხან თუ სევდები მერევა,გამეღიმება მყისვე....
ასე მგონია, თავიდან რომ დავიბადო მაინც,
კვლავ ამ ცხოვრების გამოვლა მომინდებოდა ისევ...
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев