ალბათ მაშინ, პირველად რომ შევხვდი უსამართლობას .
იმდენად ვინერვიულე, გული ლამის საგულედან ამოვარდა.
მერე იყო სიტყვა, რომელიც არ მეკუთვნოდა
მაკადრეს... ესეც გამყვა და მეტკინა.
დაუნახავმა ადამიანებმა რომ ვერ დაინახეს ის, რაც მთელი გულით გავეცი
აი, მაშინ მართლა გამაოცა ცხოვრებამ.
და ასე, ნელ-ნელა, გულზე მეწერა ყველაფერი.
ავაკოწიწე დასერილი გული ... და დღეს ასე დავდივარ
ჩემს გულზე ამოკვეთილი სამართლით,
უბრალო, კეთილი სიტყვით,
ვესათუთები მხოლოდ მათ, ვისაც ესმის.
აღარ მანაღვლებს, ვის როგორ ესმის ჩემი გულწრფელობა .
რადგან იმაზე მეტი დარდი დავიტიე, ვიდრე მეკუთვნოდა.
მთავარია: მშვიდად ვარ.
შურისა და ბოღმის გარეშე.
მე და ჩემი ღმერთი.
✍️მაია ურუშაძე
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев