ბავშვობის მეგობრებს დაფანტავს ცხოვრება,
ზოგს საით წაიყვანს,ზოგსაც სად...
იფარავს,ინახავს გული და გონება-
ძილშიაც კი ეტყვი "მიყვარხარ"!..
იქ,სადაც ბავშვობის ბილიკებს ვიხსენებთ,
ზაფხულებს,მდინარეს,სიმწვანეს...
ირხევა სიმები საოცრად ტკბილ-მწარე,
სიყვარულს,რომელიც ვიწამეთ...
ბავშვობა ერქვა და ბავშვივით დაგვყვება,
გზა და გზა გვახსენებს ვინა ვართ!..
იმდენად ინატრებ,გულიც კი დაგწყდება,
სულიდან იფეთქებს:"მიყვარხართ"!..
ის მოგონებები სუფთა და უმწიკვლო,
ქარივით სილაღე,"წანწალი"...
იქ,მრავალძარღვები გვეფინა მუხლებზე,
ნატკენი ჭრილობის წამალი...
ხუნდება ხან და ხან...რაც უფრო ვშრდებით,
მით უფრო ახლო და ჩვენია...
ჰაერში ფრანით და ხალისით ფრენისგან-
ბავშვობა ოცნების ფერია!..
ჩურჩული,სიცილი,გულების გადაშლა,
კოცონი,ლექსი და სიმღერა...
იმდენად ტკბილია,თითქოსდა ზღაპარი-
სულ ღიმილებად რომ იღვრება!
ბავშვობის მეგობრებს ცხოვრება აშორებს,
გული კი არასდროს ივიწყებს...
ვერავინ შეცვლის და ვერავინ წაგიშლის,
ბავშვობის გამოვლილ ბილიკებს!..
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4