Предыдущая публикация
ცოტაც და ისევ გააპრილდება,
ჩვენ მთაში წავალთ ორნი,
მზეს ხელს ვახებ თქო - გავიცინებ და
დილას დავიწყებ ლოცვით...
მერე ორღობეს ფიქრით ავივლი,
ზღაპრებს მოვისმენ სოფლის,
შინ დაბრუნებულს გვირგვენს დავწნავ და
თეთრი აჯობებს მგონი....
შენს დასახვედრად ბუხარს დავანთებ,
წყალსაც ჩამოვდგამ დოქით,
ნაქსოვ ფარდაგზე სახელს მოვქარგავ -
იქნება მხოლოდ ორი...
შორს კი სამყაროს ნისლი ედება,
ფიქრის...
წვიმის და თოვლის,
დამავიწყდება ყველა ხმაური,
ყველა შფოთი და ჭორი -
...................................................
სულ ყველაფერი სისულელეა,
როცა მთაში ვართ ორნი ❤️
დიკა სალაყაია
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев