13.03.2024-15.03.2024ძებნა დახურულია!82 წლის მერე მებრძოლი შალვა ლაგვილავას ორდერი დაუბრუნდება მის ოჯახის წევრებს
ვიპოვე ლაგვილავა შალვას ძმიშვილი ლაგვილავა თენგიზ ვალერიანის ძე ,72 წლის თბილისში.როგორც კი გაიგო რომ ბიძის თაობაზე ვეძებდი ძალიან გაეხარდა.ორი საათიც არ გასულა შევხვდი ბატონ თენგიზს, ძალიან გახარებული იყო ვისაუბრეთ .უამბე რატომ ვეძებდი, მოუყევი ყველაფერი .ბიძამისი ლაგვილავა შალვა, ძალიან ძლიერი ახალგაზრდა ვაჟკაცი ყოფილა სოფელში , საბუთებშიც წერია რუსულად რომ ძალიან ძლიერი მებრძოლე არის, ორჯერ დაჭრილი და მაინც ბრძოლობდა.ყოლია მეუღლე დუშეთიდან ყოფილა გოგონა თამარ ძიძიშვილი, შვილები არ ყოლიათ, 25 წლის იყო როდესაც გაიწვიეს ომში, თამარი დაბრუნებულა ისევ თავის სოფელში.ბ.თენგიზის მამა ვალერიან ლაგვილავ 18 წლის ყოფილა.ვალერიანი 1948 წლამდენ ჯარში ყოფილა, ცოცხალი დაბრუნებულა სახლში.შალვა აღარ დაბრუნებულა ომიდან.ბ.თენგიზი კი მიყვება რაღაცა საბუთი კი მიუღია ოჯახს ფრონტიდან ბ.შალვას თაობაზე ,მაგრამ არ მახსოვს არ ვიცი რა საბუთი იყო.მოვიარე მთელი სანათესაო და ვიპოვე ბიძაჩემის სურათი. დაუკავშირდი სამხედრო მძებნელს რუსეთში ვინც იპოვა ბ.შალვას ნივთები ანდრეი გენადის ძეს, შევატყობინე რომ აქ მყავას ბ.შალვას ძმიშვილი, რუსულად არ საუბრობს, კითხეთ მზად თუ არის აიღოს ვალდებულება ბიძამისის ორდენი რომ გადავცეთ შესანახად, რათქმა უნდა უპასუხე ,ძალიან კარგიო , იმიტომ ვეკითხებიო როდესაც ვპოულობთ მეომრის ნივთებს ,ზოგი მპასუხობს რაში მჭირდებაო.ბ.ანდრეიმა გვითხრა მოვიფიქრებთ როგორ გადავცეთ ორდენი ძმის შვილს საქართველოში.დაუკავშირდებით საქართველოს საელჩოს რას გვიპასუხებენ არ ვიცით.იმედს ვიტოვებთ რომ საქართველოს საელჩო უარს არ იტყვის საქართველოს მებრძოლის ლაგვილავა შალვას ორდერი ღირსეულად და პატივისცემით გადასცეს მის ოჯახის წევრს შესანახად .
ვეძებთ! სურათზეა ლაგვილავა შალვა, მისი ძმის ვალერიანის სამხედრო ბილეთი, მისი ძმიშვილი თენგიზ ლაგვილავა, კიდევ ერთი სურათი სადაც ღაბასოფლელ ძმაკაცებთან ძმები ფილიები გრიშა და ფეხზე მდგომი უშანგი, გრიშა ფრონტიდან დაბრუნდა, უშანგიზე არაფერი იციან.ეს ჩემი განხრა არ იყო, მაგრამ როდესაც უკრაინელმა მძებნელნა ნიკოლაი ხატკომ გამომიგზავნა ეს პოსტი რა შეიძლება რომ გავაკეთოთო,არც მიფიქრია უპასუხე ვიპოვე.დიდი მადლობა ბ.თენგიზის ოჯახის ნათლულს სახელი არ ვიცი რომ შეატყობინა რომ ვეძებდი.ძალია მიხარია ჩემი პატარა წვლილუ რომ შევიტანე ამ ძებნაში.ანდრეი გენადიევს ძალიან გაეხარდა ბ.შალვას ოჯახის წევრო რომ ვიპოვე.მადლობა გადამიხადა ვუპასუხე ,აქეთ გადაუხადე დიდი მადლობა , მადლობა იმისათვის რომ ასეთ კეთილ საქმეს აკეთებთ , დღე და ღამე თავდაუზოგავად ეძებენ ფრონტზე დაღუპულ მეომრებს და მათ ნივთებს, და მათ ნათესავებს რათა დაუბრუნონ ოჯახს გმირის ნივთი ან მათი ნეშთი.ნათელში იყვნენ ჩვენი დაღუპული სამამულო ომის გმირები რომლებიც ბრძოლობდნენ ვაჟკაცურად ფრონტის ხაზზედა სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსათვის და ხალხისათვის.ხსოვნა და არ დავიწყება,დიდება მათ ლამაზ სულებს.
ვეძებთ! საქართველოში რომლებიც ომობდნენ , საქართველოში სამამულო ომის მებრძოლის ნათესავებს ლაგვილავა შალვა სილიბესტრეს ძე,დაბადებული 1915 წელს, ხონის რაიონში სოფელ სუხჩაში..
2023 წელს, სტარაია რუსას "პატრიოტის" რაზმის მაძიებლებმა, შემოდგომის ეტაპზე სოფელ პარფეევოს მახლობლად (სტარაია რუსის აეროდრომის მახლობლად), კრატერში იპოვეს ჯარისკაცის პირადი ნივთები და წითელი ვარსკვლავის ორდენი. თუმცა, თავად მებრძოლის ნეშტი ვერ იქნა ნაპოვნი.
ჯილდოს ნომრის მიხედვით დადგინდა, რომ წითელი ვარსკვლავის ორდენი ეკუთვნოდა წითელი არმიის ჯარისკაცს, წარმოშობით საქართველოს სსრ. ლაგვილავა შალვა სილიბისტროვიჩმა მიიღო იგი 1943 წლის 9 ივნისს. დიდი ალბათობით, ორდენი დაიკარგა. ძალიან მინდა, საქართველოში წითელი არმიის ჯარისკაცის ნათესავები ვიპოვო და წითელი ვარსკვლავის ორდენი მივცეთ.
ლაგვილავა შალვა სილიბისტროვიჩი (სპლიბისტროვიჩი).
დაიბადა 1915 წელს
წითელი არმიის ჯარისკაცი, სერჟანტი, რაზმის მეთაური 312 SP 26 SD
მისია: Leninsky RVC, საქართველოს სსრ, თბილისი, ლენინსკის რაიონი
დაჯილდოების დოკუმენტებში მითითებულია სახლის მისამართი: ხონის რაიონი, სოფელი სუხჩა, ძველი საქართველოს სსრ, ქუთაისის რაიონი, წულუკიძის რაიონი, სოფელი სუხჩუ.მეგობრსბო გთხოვთ თუ ვინმეს გეცნობათ ან გსმენიათ მისი ოჯაცის წევრებიდან რომ ლაგვილა შალვა ბრძოლობდა სამამულო ომში,ისიც არ ვიცით დაბრუნდა თუ არა ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში.რადგან მარტო მისი ნივთები იყო ნაპოვნი თვითონ შალვა დაჭრილი ყოფილს როგორც საბუთშია აღნიშნული.გთხოვთ გამომეხმაურეთ .დამიკავშირდით ვაცაპზე +79160126505 ან ,
+995574570357გალინა სოხაძე.
Нет комментариев