ინგრედიენტები:
ცომი: 9ც კვერცხი, 180გრ შაქარი, 130გრ ფქვილი, 80გრ კაკაო, 0,5ჩ/კ გამაფხვიერებელი. კრემი: 300გრ კარაქი, 400გრ სგუშონი. შიგთავსი: 2,5 ჭიქა უკურკო ალუბალი, 0.5 ჭიქა არაყი. გლაზური: 180გრ ნაღები, 25გრ კარაქი, 25გრ შაქარი.
მომზადების წესი:
ერთი დღით ადრე მოვამზადოთ მთრალი ალუბალი. უკურკო ალუბალს დავაყაროთ შაქარი, დავასხათ არაყი და ამოვურიოთ. შევფუთოთ და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე. შეგვიძლია გამოვიყენოთ კონსერვირებული ალუბალი.
ვამზადებთ ბისკვიტს: 9ც კვერცხის გულს და ცილას ვაცალკევებთ ერთმანეთისგან. ცილას ვთქვეფთ მყარი ქაფის მიღებამდე, თანდათან დავუმატოთ შაქარი 90გრ. ცალკე თასში ვთქვეფთ გულებს გათეთრებამდე და თანდათან ვუმატებთ 90გრ შაქარს. თასში ვყრით 130გრ ფქვილს, 80გრ კაკაოს და ვურევთ. გულის მასაში გადაგვაქვს ცილის მასის ნახევარი და ფრთხილად ვურევთ. მიღებულ მასას ვუმატებთ კაკაოიან ფქვილს და აკურატულად ვურევთ. ვუმატებთ დანარჩენ ცილის მასას და ვურევთ ზემოდან ქვემოთ ერთი მიმართულებით ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე.
26სმ დიამეტრის მრგვალ ფორმაში ვაკრავთ ქაღალდს, ვუსმევთ ცხიმს, ვდებთ ცომს და ვაცხობთ 170-180 გრ გახურებულ ღუმელში 50-60წთ. მომზადება შევამოწმოთ ხის ჩხირით.
გამომცხვარი ბისკვიტი ცოტას დაიკლებს ფორმაში და შემდეგ გადმოვიღოთ ლანგარზე, გავაცალოთ ქაღალდი და დავტოვოთ 4-5საათი.
4-5 საათის შემდეგ ვუბრუნდებით შიგთავსის მომზადებას: ალუბალს ვანცალკევებთ სითხისგან.
მიქსერის თასში ვდებთ 300გრ რბილ კარაქს და ვთქვეფთ მაღალ სიჩქარეზე ბრწყინვალებამდე და თქვეფის შუეწყვეტლივ დავუმატოთ სგუშონი. კრემის მეოთხედს შევინახავთ მოსართავად.
ბისკვიტს ვაჭრით 1.5სმ მქონე თავს, ვაცლით ბისკვიტს რბილ ნაწილს და გადაგვაქვს კრემში, ცოტას ვინახავთ მოსართავად. ამ ბისკვიტსაც და მის თავსაც ვნამავთ ალუბლის წვენით.
კრემის და ნამცეცების თასში ვყრით ალუბალს და ამ ყველაფერს კარგად ვურევთ ერთმანეთში. ამ მასას ვდებთ ბისკვიტის გულში, ვახურებთ თავს და ვდებთ მაცივარში.
სანამ ტორტი გაგრილდება მოვამზადოთ შოკოლადის გლაზური. ქვაბში ვასხავთ 180გრ ნაღებს, ვუმატებთ 30გრ შაქარს და ვურევთ შაქრის გახსნამდე. ცალკე თასში ჩავდოთ 150გრ მწარე შოკოლადი, დავასხათ ცხელი ნაღები შაქრით და ვურიოთ, სანამ შოკოლადი სრულად არ გადნება. ვაგრძელებთ მორევას სანამ მასა ბლანტი და ბრწყინვალე არ გახდება. დავუმატოთ 30გრ კარაქი და ვურიოთ 4-5წთ.
გამოვიღოთ ბისკვიტი მაცივრიდან და მოვასხათ შოკოლადის გლაზური. შემოვუსწოროთ გვერდები და ზედაპირი. გვერდებს მივაყაროთ დარჩენილი ნამცეცები, ხოლო ზედაპირი მოვრთოთ დარჩენილი კრემის ყვავილებით და ზედ დავადოთ ალუბლები და ზედაპირის სუფთა ადგილს ასევე მოვაყაროთ ნამცეცები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев