Предыдущая публикация
თუ როგორ მიყვარდი...
თუ როგორ ველოდი, უშენოდ გაზაფხულს...
თუ როგორ მტკიოდი - სიტყვიდან სიტყვამდე
ან რატომ გჩუქნიდი სტრიქონებს არნახულს...
მე ისევ ოცნებებს მოვყავარ შენამდე...
და ვცდილობ,
გიპოვო ფიქრებში, იქნება...
სიცოცხლე სიყვარულს და წარსულს მივანდე...
წარსული, გულში რომ, არასდროს მიქრება...
ფიქრებთან ჭიდილი, უშენოდ ძნელია...
მე დღესაც მარტო ვარ,
წლები კი, მიჰქრიან...
მე არსად მივდივარ, მე არსად მელიან...
ირგვლივ კი სევდაა, ირგვლივ კი ფიქრია...
დაღამდა,
სიბნელემ წარსული დაფარა...
ჯერ კიდევ ცივა და ჯერ კიდევ ქარია...
გაჩუქებ სტრიქონებს, წარსულის ნაპარავს...
რა ვქნა თუ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев