520552079418

gogita kacheishvili

ვერასროს გაიგებ, თუ როგორ მიყვარდი... თუ როგორ ველოდი, უშენოდ გაზაფხულს... თუ როგორ მტკიოდი - სიტყვიდან სიტყვამდე ან რატომ გჩუქნიდი სტრიქონებს არნახულს... მე ისევ ოცნებებს მოვყავარ შენამდე... და ვცდილობ, გიპოვო ფიქრებში, იქნება... სიცოცხლე სიყვარულს და წარსულს მივანდე... წარსული, გულში რომ, არასდროს მიქრება... ფიქრებთან ჭიდილი, უშენოდ ძნელია... მე დღესაც მარტო ვარ, წლები კი, მიჰქრიან... მე არსად მივდივარ, მე არსად მელიან... ირგვლივ კი სევდაა, ირგვლივ კი ფიქრია... დაღამდა, სიბნელემ წარსული დაფარა... ჯერ კიდევ ცივა და ჯერ კიდევ ქარია... გაჩუქებ სტრიქონებს, წარსულის ნაპარავს... რა ვქნა თუ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია?
520552079418

gogita kacheishvili

მე მომენატრე და ამიტომ გწერ... მე იმას მოგწერ, რაც არ მითქვია.. გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ, შენი გული კი მგონი სხვისია. მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით და დავივიწყო, რომ ჩემი არ ხარ. წამით რომ მაინც გადაგივიწყო და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ. მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად... დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს, სევდიანი ვარ როგორც არასდროს, ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს. მგონი ვგიჟდები .ამ წუთში, ახლა, მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა. ახლა დავთვრები და მონატრების უკანასკნელი რამე იქნება. თუ გიყვართ ვინმე, ერთად დავლიოთ. დარდით ოცნებას დავეძალებით. მოდით, დავთვრეთ და გადავივიწყოთ, რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით... დავლიე ღვინო და დავითვერი, მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა. გინდ მთ
520552079418

gogita kacheishvili

ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია. დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. ვით უკდავება, დედა ერთია, და ქვეყანაზე ომის დაწყება ეგ იგივეა - დედას ესვრიან. ახალს ლანდივით შორდება ძველი, ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან, არ გაჩენილა დედის შემცვლელი, - სილამაზე და დედა ერთია. დედა ერთია ვით სინანული, ვით სისპეტაკე, დედა ერთია, სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა მხოლოდ დედას თუ გაუბედნია. დედამ დათესა ეგ სილამაზე, დასაბამიდან რასაც ეტრფიან, ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია
520552079418

gogita kacheishvili

"ია-ია დაგიკრიფეთ, ლურჯთვალა და კოპწია, დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცნია."
520552079418

gogita kacheishvili

შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს, დახარე თავი ყველა ცოდვაზე. მინდა ბოდიში რომ მოგიხადო. ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე. იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს, იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს. როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს. შენ მე მასწავლე ის სიყვარული რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო. რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად დასველებული გქონია მალვით მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით. გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა. ყველა იმედის ახდენა გსურდა მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად დასახლებული დემონი მძულდა. გულგატეხილი აღსავსე დარდით თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკ
520552079418

gogita kacheishvili

დედა შვილისთვის ყველაფერია, შვილი დედისთვის-სევდა, ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი, განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.
520552079418

gogita kacheishvili

დედა-ეს არის ის პიროვნება, რომელოც ცხრა თვე მუცლით გვატარებს დაბადებიდან აკვანში გვარწევს , და იავნანას გვიმღერის მუდამ... გასწავლის როგორ უნდა იარო, როგორ თქვა დედა,როგორ თქვა მამა გამშვიდებს მაშინ როდესაც ტირი, გიხვევს ეზოში ნატკენ იარებს... როცა ვიზრდებით, ვიხსენებთ ამას გვინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები, ჩავეხუტებით, გულში ჩავიკრავთ და ვიგრძნობთ სითბოს, მის დიდ სიყვარულს... კვლავ გავა წლები ჩვენ თვალს გავახელთ, ვერ ვიგრძნობთ სითბოს, წარსულ სიყვარულს მიმოიხედავ შენ აქეთ-იქით და დაინახავ შავები ჩაცმულს... ეს შენ ხარ, გლოვობ საყვარელ დედას გინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები, ტკბილად ნამღერი იავ-ნანა და თბილი აკვანი, მისი ხელები...
520552079418

gogita kacheishvili

"სიყვარულის ხე" მინდა დავთესო შენს გულში სიყვარულის ხე, შენს გულში ისე მინდა ვანათებდე როგორც მზე, მინდა შენიდან მხოლოდ სიყვარული, მინდა რომ ვიყო შენი სიხარული. მე შენ მიყვარხარ! და შენი სურვილი მკლავს , მე შენი მზერა არ მანებებს თავს შენს გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერს ჰგავს, და ამ სიყვარულს გამოატან ნავს. შენს გარეშე არ შეიცვლება ჩემში არა ფერი, არ გამითეთრდება თმის არცერთი ღერი, მე გაჩუქებ სიყვარულის ზღვას, ოღონდ დარჩი კიდევ ხანს. მე სულ შენთან ვიქნები, და არ გვინდა სხვა სიტყვები, ვიცი რომ შენ გული სიყვარულს გთხოვს, და ამ სიყვარულს წავიღებთ შორს.
Показать ещё