(რეცეპტი Elena Ovelian-ის♥️)
ცომის მასალა:
რძე - 160 გრ
წყალი - 160 გრ
მარილი - 5 გრ
კარაქი 82,5 % - 150 გრ
ფქვილი - 180 გრ
კვერცხი - 280 გრ ( 0 კატეგორიის 5 ც.)
მომზადება:
ჯამში ჩავასხი რძე და წყალი,დავუმატე მარილი, კარაქი და შემოვდგი ცეცხლზე,
როგორც კი წამოდუღდა გადმოვდგი ცეცხლიდან, დავუმატე გაცრილი ფქვილი და კარგად გადავურიე.
ცომს ვაბრუნებ დაბალ ცეცხლზე და ინტენსიურად ვამუშავებ 5 წუთის განმავლობაში.
მზა ცომი გადამაქვს სხვა ჯამზე, უნდა შეგრილდეს.
კვერცხი კარგად გავთქვიფე ერთიან მასად და გავატარე საცერში.
ცომს რამდენიმე ეტაპად შევურიე მზა კვერცხის მასა ნიჩბით(გნებავთ მიქსერით).
მოვათავსე ცომი კონტეინერში და დავასვენე მაცივარში მთელი ღამით(6_8 სთ მაინც მინიმუმ).
ცომი გადავიტანე საკონდიტრო ტომარაში და ფორმები დავსვი პერგამენტ ჩაფენილ საცხობ სინზე,მოვაფრქვიე პუდრა და შევდგი წინასწარ გახურებულ ღუმელში.
თავიდან 200 გრადუსზე 15 წთ,შემდეგ 180 გრადუსზე 20_25 წთ.
კრემი რომელიც მოგწონთ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев