, თურქ. Hürrem Haseki Sultan), ევროპაში ცნობილია როგორც როქსოლანა (ლათ. Roxolana; ნამდვილი სახელი უცნობია, ლიტერატურული ტრადიციის თანახმად ნამდვილი სახელია ანასტასია ან ალექსანდრა გავრილის ასული ლისოვსკაია; დაახლ. 1502[1] ან დაახლ. 1505[2] — 15 ან 18 აპრილი 1558) — ოსმალეთის სულთნის სულეიმან I დიდებულის ხარჭა და შემდეგ მეუღლე, ჰასეკი, სულთან სელიმ II-ის დედა.ინფორმაციები ჰიურემის წარმოშობის შესახებ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ჰიურემის ჰარამხანაში მისვლამდე დოკუმენტური წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა საკმაოდ ბევრი ლეგენდა და ლიტერატურული ვერსია არსებობს მისი წარმოშობის შესახებ. ჰიურემის თანამედროვე ისტორიული დოკუმენტები არ შეიცავენ ცნობებს მისი ბავშვობის შესახებ და მხოლოდ მისი რუსული წარმომავლობის ხაზგასმით იფარგლებიან. XVI საუკუნის II ნახევარში, ლიტვის დიდი სამთავროს ელჩი ყირიმის სახანოში მიხალონ ლიტვინი, თავის 1548-1551 წლების მოგონებებში აღნიშნავს, რომ1621-1622 წლებში რეჩ პოსპოლიტას თურქეთში ელჩობის მონაწილე სამუილ ტვარდოვსკი არნიშნავს: მას თურქებმა უამბეს იმის შესხებ, რომ როქსალანა იყო მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, უკრაინა)[4].
პოლონური ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით ჰიურემის ნამდვილი სახელია ალექსანდრა და იგი იყო როგატინის მღვდლის გავრილ ლისოვსკის შვილი[5]. ამ ვერსიას იზიარებდნენ საბჭოთა ისტორიკოსებიც[1][2][6][7].
მიხეილ ორლოვსკის ვერსიის მიხედვით[8] იგი წარმოშობით იყო არა როგატინიდან, არამედ ჩემეროვციდან (ხმელნიცკის ოლქი)[9].
ევროპაში იგი ცნობილია როქსოლანას სახელით. ეს სახელი გამოიგონა ჰამბურგის ელჩმა ოსმალეთის იმპერიაში ოჟე ბუსბეკმა. იგი ეფუძნება ცნობას, რომ ჰიურემი არის წარმოშობით დასავლეთ უკრაინიდან და უწოდა როქსოლანა, XVI საუკუნის მიწურულს ამ ტერიტორიაზე საკმაოდ პოპულარული სახელი, რომელიც მომდინარეობს როქსოლანების ტომის სახელწოდებიდან (აღნიშნული ტომები ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში და დუნაის რეგიონში)[10].
სულთნის ცოლი
ყირიმელი თათრების მიერ ერთ-ერთი დარბევის დროს გოგონა ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე გაყიდვის შემდეგ აჩუქეს სულეიმან I-ს, რომელიც იმ პერიოდში იყო ტახტის მემკვიდრე და მანისაში ჰქონდა ჰარამხანა. არ არის გამორიცხული, რომ მას საჩუქარი მიუძღვნეს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. ჰარამხანაში როქსოლანას უწოდეს ჰიურემი. ამ პერიოდისათვის იგი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 15 წლის.
მცირე ხანში მან სულთნის ყურადღება მიიქცია. სულთნის საყვარელმა, შეჰზადე მუსტაფას დედამ მაჰიდევრანმა მასზე ეჭვიანობაც კი დაიწყო. 1521-1531 წლებში ჰიურემსა და სულთანს შეეძინათ 6 შვილი: მეჰმედი, მიჰრიმაჰი, აბდულა, სელიმი, ბაიაზიდი და ჯიჰანგირი[11].
1534 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანის დედა აიშე ჰაფსა სულთანი. მისი გარდაცვალების შემდეგ როქსოლანა ოფიციალურად გახდა სულთნის მეუღლე.
ჰიურემ სულთანის ინიციატივით სტამბოლშაია სოფიასა და სულთან აჰმედის მეჩეთს შორის, სულთან აჰმედის პარკში მდებარე ჰიურემ სულთანის აბანო 1556/57 წლებში ჰიურემ სულთანის ბრძანებით შექმნა სულთნის კარის ხუროთმოძღვარმა სინანმა. ერთსართულიანი მოგრძო შენობა ადვილი საცნობია თავისი მოწითალო–სპილოსძვლისფერი ფასადითა და რამდენიმე მცირე გუმბათოვანი სახურავით. აბანო აქტიურად გამოიყენებოდა 1910 წლამდე. შემდეგ ზუსტად ერთი საუკუნის განმავლობაში ჯერ საწყობის, შემდეგ კი ხალიჩების საგამოფენო სივრცის ფუნქციას ასრულებდა. 2010 წელს მას დაუბრუნდა თავისი უწინდელი ფუნქცია.[12].
მასზე შექმნილია უამრავი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები, დადგმულია რამდენიმე სპექტაკლი, გადაღებულია 3 სერიალი : „როქსოლანა“ (უკრაინა, 1996–2003 წლები), „ჰიურემ სულთანი“ (უკრაინა 2008 წ.) და „დიდებული საუკუნე“ (თურქეთი, 2011–2013 წლები)ი აშენდა ბევრი მეჩეთი, აბანო, 2 მედრესე და ქალთა საავადმყოფო.#safiye


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев