ცისფერი თვალებით მიცქერის სამყარო..
ტყუილი ყოფილა ''დარდები გაივლის''!!!...
წახვალ და ხურჯინით თან უნდა ატარო...
წარსულის ძებნაში მომავალს ვპოულობ..
მინდა, რომ განათდეს მძინარე სამყარო...
მინდა რომ ბავშვებმა ბუშტები გაბერონ...
და ცაზე ფერადი სიცოცლე დახატონ...
ქალი ვარ, ეგეთი დარდით და ღიმილით...
დილიდან-დილამდის თავისით გადის დრო...
წავედი ვამბობ და თვალები მატყუებს..
სიზმრებში გიცქერ და ვთბები ამავდროს....
როცა ფერმიხდილ ფურცლებზე ვთამაშობ..
გიწერ ლექსებს და სიცოცხლეს ვაღმერთებ...
უფერულ ცხოვრებას ვღებავ ამაოდ...
და გაყრილ გზებსაც ოცნებით ვაერთებ...
ნუ მკითხავ რა დამრჩა ან რა დავკარგე...
მკითხე : - რა მიგაქვს ასეთი სიმძიმე!!!
მე ჩემი გოლგოთის აღმართზე ავდივარ
და ჩემი საზიდი ჯვარი ვიწილე...
ვიღიმი?! დიახ ! სიცილიც მიხდება...
სულში კი სავსეა დაჭრილი იარა....
ტერფები გზადაგზა ეკლმა დამჩხვლიტა...
მაგრამ დრომ მომშუშა და გადამიარა ..
22.03.2022.
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1