Предыдущая публикация
ფანჯრის მინაზე ხატავდა ბიჭი
უზომოდ გახარებული სჩანდა,
გოგოს ლამაზ და მშვენიერ სახეს
ცხარე ცრემლები დღე და ღამ წვავდა.
ბიჭი ხატავდა, არ ჩერდებოდა
ისევდაისევ სტიროდა გოგო,
ცოტა სიცოცხლე დარჩენოდა და
ეს როგორ ეთქვა ბიჭისთვის, როგორ!?
................................................
გავიდა წლები, ბიჭი დაბრუნდა
და მიაშურა გოგოს საფლავზე,
თავი შესძულდა რომ უყურებდა
პირველ სიყვარულს დახატულს ქვაზე...
უცბად ქარებმა დაიწყეს ქროლა
გაუჩერებლად ცაც კი ტიროდა,
ბიჭი საფლავთან დაწოლილიყო
და ბოლო ხმაზე ტანჯვით ყვიროდა.
... მას უცბად სევდა შემოერია
და გაახსენდა ის მხოლოდ ახლა,
მისი ნახატი ფანჯრის მინაზე
წვიმის შემდეგ რომ უკვალოდ გაქრა...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев