დრო მოვიდა ასატანად ძნელი
ხალხს ვერ ვარჩევთ, მკვლელია თუ მხსნელი,
მამაკაციი? თითქმის ყველა მსმელი
ახალგაზრდა? ქუჩის ბიჭი, მკვლელი.
კარგი ხალხის პოვნა ახლა ძნელია
მხოლოდ კაცი? ახლა ქალიც მსმელია,
მოზარდი კი თავის თავის მკვლელია
მათთვის პლანის გარეშე ხომ ძნელია.
ახალგაზრდა გოგონები დაბოლდნენ
ბიჭებისგან ლამაზ სიტყვებს ელიან,
მოკლე კაბებს ჩაიცვამენ, გამოვლენ
და ქუჩაში უშნოდ იტყლარწებიან.
ურითმო ლექსს ეძახიან პოემას
რითმიანი სადღა არის მოდაში,
ვინ დაეძებს ვაფშე ლექსს ან სიმღერას
გადაუღეთ, გოგო დგას კარგ პოზაში.
ინტერნეტში გაიცნობენ ვიღაცას
მერე იმას ეძახიან მეგობარს,
აზრზე არ ხართ მეგობრობა რას ნიშნავს
ვის ეძახით ახლა ნამდვილ მეგობარს.
ირგვლივ ბნელმა ჩაანაცვლა ნათელი
მართალ ვაჟკაცს ვხედავთ ფეხქვეშ გათელილს,
ამ ყველაფრის შემხედვარე დავფიქრდი
ცხოვრებაში რამე კარგი არ გველის?
წაიბილწა ეს ქვეყანა ეტყობა
ახლა უკვე ძმა-ძმას ვეღარ ენდობა,
არ იციან აღარავის დანდობა
არ იციან არც მეგობრის შენდობა.
თუ მოხუცი წაიქცევა ქუჩაში
შეიძლება თავზე გადაუარონ,
თუ მათხოვარს ჯამში ხურდა ექნება
აიღონ და სადმე გადაუყარონ.
გატუტუცდა ახლანდელი თაობა
აღარ არის მათში უკვე სხვაობა,
ახლა თითქმის ყველა ერთნაირია
თითქმის ყველა, ქუჩაში გაზრდილია.
ღარიბი ხარ? მაშინ ყველა დაგჩაგრავს
ჭრილობაზე ყველა წილებს დაგარტყავს,
საქართველოს ის გმირები აღარ ჰყავს
ეს ქვეყანა საქართველოს აღარ ჰგავს.
ღარიბებზე გაბატონდა მდიდარი
ასე როგორღა ვიცხოვროთ მითხარით ?!
ამ დროს უკვე უმთავრესი ფულია
ეს ქვეყანა ჩვენთვის დაჩაგრულია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 17
დიდი დიდი მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ.