სასარგებლო ასევე ....👍🏻
ცომისთვის - 200გრ კარაქი (მარგარინი)
500გრ მაწონი (არაჟანი)
1 ჩაის კოვზი სოდა ან ერთი შეკვრა გამაფხვიერებელი.
ფქვილი 4-5 ჭიქა დაახლოებით, შეიძლება მეტიც დასჭირდეს. გაადნეთ კარაქი, რომ შეგრილდება შეურიეთ ფქვილს, დაამატეთ მაწონი და სოდა ან გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი. გააბრტყელეთ და გამოჭერით ყავის ჭიქის დიამეტრის ფორმით რგოლები, რომელსაც გააბრტყელებთ და შიგთავსს ჩაუდებთ. შეეცადეთ ძალიან არ გააბრტყელოთ, რომ არ გაიხეს ფორმის მიცემის დროს.
შიგთავსი - 200-300 გრ ხაჭო;
4-5 ცალი ვაშლი;
ლიმნის ან ფორთოხლის ცედრა 2სუფრის კოვზი;
2 ჭიქა შაქარი (გემოვნების მიხედვით)
გააბრტყელეთ ფორმა ჩაუდეთ შიგთავსი და გადაკეცეთ პილმენივით, კარგად შეუკარით პირი, მოხარეთ ბანანის ფორმასავით და შეკრული პირით ძირს მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. შეგიძლიათ ფქვილ მოყრილ ჟარუნაზეც გამოაცხოთ, მალე ცხვება დაახლოებით 15-20 წუთში, 160 გრადუსზე და როგორც კი შეოქროსფერდება მზად არის. რომ გაგრილდება მოაყარეთ შაქრის პუდრა. 🍌❣️
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев