----------------------------
თუ უცებ გავქრე, არ დამივიწყოთ,
მომიხსენიეთ ხანდახან მაინც,
თუ ვერ გავუძლო ცხოვრების ტალღებს,
გთხოვთ,...
ნუ განმკიცხავთ არმცოდნეს ცურვის,
თუ გავაკეთო ის, რასაცა ვგმობ,
თუ ჩემი თავი შევწირო ჩემს თავს,
არ დაიზაროთ, ერთი სანთელი,
აანთეთ ჩემი სულისთვის, ღმერთთან,
არ დაგავიწყდეთ! ყველა მიყვარდით,
გამოვხატე თუ, ვერ გამოვხატე,
ვუკვირდები და მე სიძულვილით,
არავინ მძულდა ამ ქვეყანაზე,
გადავიღალე, ძალა არ მყოფნის,
ვთხოვ უფალს მომცეს, მაგრამ არ მაძლევს,
ვარ ოროსანი მისი გამოცდის, ჩავიჭერიდა,
გადავიკარგე,
გადავიკარგე რადგანაც სულმა,
ვეღარ გაუძლო შებოჭილ სხეულს,
ჩემი თავისთვის გადავიკარგე,
რადგან, მომბეზრდა მე ტანჯვა ეულს!
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев