თავი 4 (მზია კაპანაძე)
ჩაფიქრებული მიაქროლებდა ბექა მანქანას ოფისისკენ, მაგრამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა და სამების ტაძრისკენ გააგრძელა გზა. ტაძარში შევიდა, სანთლები აიღო და ხატებს უცნობი ქალბატონის გადარჩენა სთხოვა. ისევ დედაზე ფიქრობდა. დარდი მოეძალა. გაიხსენა ბედნიერი ბავშვობა, მოსიყვარულე, თუმცა ძალით მკაცრი დედა. თვალები ცრემლით აევსო. 27 წლის იყო, შეყვარებული არ ყავდა და მარტოობით იყო დაღლილი. დედა ულამაზებდა საღამოებს. მეგობრობის ნაკლებობას არ განიცდიდა, მაგრამ ხშირად არ ეცალა მათთვის...
სამსახურში წასვლა გადაიფიქრა. ქუჩებში ნელ-ნელა დაბორიალობდა მანქანით. უცებ პატარა ხუჭუჭა გოგონა დაინახა, რომელიც "დედიკოს" გამოექცა პარკიდან და გზისკენ მორბოდა. პარკში ახალგაზრდა გოგონა მეორე ბავშვს ხელებს უსუფთავებდა, დრო იხელთა პატარა ცუგრუმელამ და გამოეპარა.
-ტასო სად ხარ . დაუძახა გოგონას, რომელსაც ვერ ამჩნევდა. ბავშვმა დაძახილზე მიიხედა და უფრო სწრაფად გაიქცა გზისკენ. ბექა ვერც მიხვდა როდის გააჩერა მანქანა, ისე უყურებდა ონავარ გოგონას. უცებ მიხვდა რომ, შეიძლება საფრთხე დამუქრებოდა და მანქანიდან გადმოხტა. ის იყო პატარა ტასო გზაზე უნდა გადასულიყო, წინ ჩაუდგა. ტასომ გაბრაზებით ახედა უცნობს.
- ექა ცქალა გამატალე, თოლემ გცემ. შებღვირა ბექას. პარკიდან ტასოს ძახილით მორბოდა შეშინებული ახალგაზრდა გოგონა. ისეთი საყვარელი იყო ტასო ოქროსფერი კულულებით, ცისფერი ბრიალა თვალებით, რომ ბექამ ხელში აიტაცა და დააბზრიალა.
-ცქალა ძილს დამსვი. შეუბღვირა ბექას.
-არ დაგსვავ, დედიკოს რატომ გამოეპარე?
-ფაფუ დედიტო ალაა. სასახუშია. დინჯად ჩაილაპარაკა ტასომ.
-ვაიმე დიდი მადლობა რომ გადამარჩინეთ. წყნარად იყო და სანამ მის ძამიკოს ხელებს ვუწმენდდი, გამომეპარა. ქოშინებდა შეშინებული გოგონა.
-ბავშვებს მეტი ყურადღება უნდა. მიმართა ბექამ.
-ვიცი, ჯერ მეორე დღეა ვმუშაობ მათთან და ვერ შემეჩვივნენ, მეც არ ვიცოდი ასეთი ონავარი თუ იყო.
- მე დედიტოსთან მივდიოდი. ისევ აფართხალდა ტასო ბექას ხელებში.
-ტასო ასე აღარ მოიქცე, დედამ ხომ გვითხრა მარის დაუჯერეთო. რატომ გაიქეცი. ვინმეს რომ მოეტაცე? დარიგება დაუწყო უფროსმა ძამიკომ.
-ჩემი ჭკვიანი. საბა ტასო აღარ მოიქცევა ასე, ხო საყვარელო? მიეფერა მარი გოგონას. ბექამ მარი ძირს ჩამოსვა.
- დედიტოს არ უთქლა მალი, გექეწებიი. მოიბუზა ტასო.
-თუ ასე აღარ მოიქცევი, არ ვეტყვით. გინდა მარი გააგდოს დედამ?
-ალა საბა, ალა. ისევ ცუდი ძიძა მოვა მელე. უფრო მოიბუზა ტასო. მარიმ პატარა ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და სიყვარულით ცისფერი თვალებიდან ცრემლები მოწმინდა.
-აღარ გამეპარო ასე ჩუმად ტასო, ძალიან შემეშინდა. არ ვუთხრათ არავის, ჩვენი საიდუმლო იყოს. ჩვენ წავალთ, მადლობა. ბავშვებს ხელი მოკიდა და წასასვლელად მოემზადა.
-მარი, მიგაცილებთ სახლამდე. შეაჩერა ბექამ.
-არა, არ შეგაწუხებთ. ავტობუსი მოვა და გავყვებით. აქვე ვცხოვრობთ ორ გაჩერებაში.
-მანქანით ვარ, რა შეწუხებაა. პრინცესა გავისეირნოთ მანქანით?
-მე მალტო მამას პლინცესა ვარ...
-დღეიდან ჩემიც ხარ, იმიტომ რომ გადაგარჩინე.
-კალგი. შენიც ვიქები.
-რამდენი წლისაა საყვარელი პრინცესა? ბექას კითხვაზე ორივე ხელის საჩვენებელი თითები მიატყუპა ერთმანეთს ტასომ.
-აი ადენის. გაუღიმა ბექას.
-უკვე დიდი გოგო ყოფილხარ. მანქანაში დაბრძანდით პრინცესა. პრინცო გთხოვთ. მანქანის კარი გაუღო პატარებს ბექამ და ასვლაში მიეხმარა მათ. მარი ბავშვებს მიუჯდა უკან. მანქანა ნელა დაიძრა და მარის მისამართი კითხა. ბავშვები მარის ეტიტინებოდნენ. მარიც დაუზარელად პასუხობდა და უხსნიდა პატარებს.
-სახლს გავცდით. შეცბუნებულმა შეხედა ბექას მარიმ.
-ვიცი. გავისეირნოთ ცოტა, ლიმონათი და ნამცხვარი მივირთვათ და დავბრუნდეთ. ბავშვები სიხარულით აყიჟინდნენ.
- მაკდონალდს ხომ არ ვესტუმროთ? მიმართა ბავშვებს.
- მიდა, მიდა მაკდონაში. აჭყლოპინდა ტასო. ბექამ სპორტის სასახლისკენ აიღო გეზი. მალე მაკდონალდთან ახლოს შეაჩერა ავტოსადგომზე. მარის მიეხმარა პატარების გადმოყვანაში. გოგოს ხელზე ხელი მოუხვდა და თითქოს დენმა დაარტყათ, ორივე შეხტა. მაკდონალდში მეორე სართულზე ავიდნენ. რობოტმა ქეთიმ შეკვეთა მოუტანათ. ტასო სიხარულით გარშემო უვლიდა რობოტს და ეხვეწებოდა არ წახვიდეო. ძლივს გააჩერეს პატარა.
-თქვენი სახელიც არ ვიცი. მორცხვად ჩაილაპარაკა მარიმ.
-ბექა. ჩემი ბრალია. გაუღიმა ბექამ. ტასოს პრინცესა ამოუვიდა საჩუქარში. საბას კი სპაიდერმენი. ორივე გახარებული იყვნენ. მარიმ და ბექამ ყავა მიირთვეს ნამცხვრით. ნამცხვარი ტასომ და საბამაც მიირთვეს. ნასიამოვნები ჩასხდნენ მანქანაში. უცებ მარის ტელეფონი აწკრიალდა. მარიმ უპასუხა, ვსეირნობთ და მალე მოვალთო.
-დედიკო და მამიკო გველოდებიან სახლში. დღეს ადრე მოვრჩითო. მიესიყვარულა პატარებს. ბექა სარკეში ხშირად ახედავდა მარის. მარის კი ამ დროს სახეზე ალმური ედებოდა.
კორპუსთან მისულებს წინ ბავშვების დედა შეეგებათ.
- სად გყავდა უკითხავად მარი ბავშვები? ასეთ თავნებობას არ მოვითმენ.
-ჩემი ბრალია, მე მოვიტაცე.
-შენ არავინ გეკითხება. მარია პასუხისმგებელი ჩემს შვილებზე. ხვალიდან აღარ მუშაობ.
-ქალბატონო ნათია, მაპატიეთ. თავი ჩაღუნა მარიმ. ლამაზი ზღვისფერი თვალები ცრემლებით აევსო.
- დედიტო მალი ალ გაადო. კალგი გოგოა. ფეხებზე ხელი მოხვია დედას ტასომ.
- მარის შესახვეწი რა აქვს. წამოდი მარი. ხელი მოკიდა ბექამ მარის და მანქანაში ჩასვა. უხმოდ დატოვეს დედა-შვილები. მარის ცრემლები ცვიოდა, ნანობდა თავის უგნურ საქციელს. მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. სტუდენტი გახდა და უნდოდა ცოტა დახმარებოდა ოჯახს. დედა ავად ყავდა, მამას ხელფასი კი ყველაფერს ვერ წვდებოდა.
-ნუ ტირი მარი. მე მჭირდება ოჯახში დამხმარე, მოხუცი დედის მოსავლელად. ჩემთან იმუშავე. ხელფასი თავიდან 1200 ლარი გექნება, მერე ვნახოთ.
- მართლა ბექა, არ მატყუებ?
- ტყუილი რა საკადრისია. დღეს ოპერაცია გავუკეთეთ და რომ გამოვიყვან დამჭირდები. მანამდეც სახლს თუ დამილაგებ, რომ სუფთა დავახვედრო, კარგი იქნება.
- მაშინ აღარ ვიდარდებ. ცოტა მაინც დავეხმარები ოჯახს, თორემ 5 ბავშვს იმდენი უნდააა...
-5 ბავშვი ვინაა...
‐ჩემი და-ძმები. მე უფროსი ვარ. უკვე მეორე კურსზე ვსწავლობ. დედა მყავს ცოტა შეუძლოდ. მამას ხელფასი ყველაფერში არ გვყოფნის.
- ყოჩაღი გოგო ხარ. რა ფაკულტეტზე სწავლობ?
- იურიდიულზე. მინდა კარგი ადვოკატი გამოვიდე. ვისაც საშუალება აქვს ადვოკატის დამხმარეებად დაიწყეს მუშაობა. ბექამ ჩუმად ჩაიცინა და გაიფიქრა, შენც დაიწყებ მუშაობას სადაც გულით გინდაო.
-მისამართი მითხარი სად ცხოვრობ და მობილურის ნომერიც ჩამაწერინე. მარიმ ჩააწერინა მობილურის ნომერი და მისამართიც უთხრა. ორივე ფიქრებში ჩაიძირნენ და მათთვის უცნაურ, მოულოდნელობებით სავსე დღეს იხსენებდნენ....
გაგრძელება იქნება
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3