თავი 11 (ავტ. მზია კაპანაძე)
იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს. საუბრობდნენ და იმ განშორების წლებს იხსენებდნენ. ელენემ ბექას ბავშვიბის სურათები და ვიდეოები აჩვენა ლიკას და ლექსოს მობილურში. პატარაობიდანვე ცელქი ბიჭი იყო, თუმცა ძალიან არ ათამამებდნენ. ლექსომ სიყვარულით გახედა შვილს, რომელსაც თვალები ეხუჭებოდა.
- წამოდი მამი, დაიძინე, ცოდო ხარ.
- შენ და დედაც წამოდით. პატარასავით გაჯიუტდა ბექა. ორივე გაყვნენ საძინებელში. ბექამ აქეთ იქით მომიწექითო.
- სიმართლე მითხარით, დეა ხომ გადარჩება?
- აუცილებლად გადარჩება შვილო.
- დეამ არც კი იცოდა ვინ ვიყავი და მაინც ამეფარა, სიკვდილისაგან მიხსნა. რა კარგი დაიკო მყოლია. მინდა კარგად გახდეს და გვერდიდან არ მოვშორდები, ყველასგან დავიცავ. ამ ლაპარაკში ისე ჩაეძინა, ვერ გაიგო. სიყვარულით უცქერდნენ ლექსო და ელენე ერთმანეთს.
- როგორ მენატრებოდიი. ხელზე მოეფერა ლექსო.
- მეც მენატრებოდი. მინდოდა გენახა ბექას პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯები.
- ისე უცებ გაქრი, მიზეზიც არ ვიცოდი. სად მეძებე არც ის. თუმცა დაგეძებდი.
- პასპორტი გავაყალბე. ნიცა ლომიძე დავირქვი. ამიტომაც ვერ მიპოვე. ვიცი რომ მეძებდი. კონსულტაციიდან რომ გამოვედი, ჯემალი დავინახე ბოროტად მიყურებდა და შევშინდი. ისევ შევბრუნდი და ექიმს აბორტის გაკეთება მოვთხოვე. ვუთხარი გაჩენა მეშინია, ისევ მომიკვდება. ჯობს ვიმკურნალო და მერე ვიფიქრო ბავშვზეთქო. გაკვირვებული დამთანხმდა. დღეც დავნიშნეთ. 5 დღეში უნდა გამეკეთებინა აბორტი. მამას ძმობილი ჩუმად მატყობინებდა ჩემების ამბავს. მეც მისკენ გავწიე. კუდად ადევნებულ ჯემალს ხელიდან დავუსხლტი. მიშა ძიას ყველაფერი მოვუყევი. ისიც რომ ვეჭვობდი ჩვენი გოგო ცოცხალი იყო. მაშინვე ჩემებს დაურეკა. მამის ხმის გაგონებაზე ტირილი ამიტყდა. მამამ რომ გაიგო რაც ხდებოდა, იქიდანვე მიიღო ზომები. ყალბი პასპორტიც უცებ გავაკეთე და ტურისტად ჩავედი შვეიცარიაში. ჩემები აეროპორტში მელოდნენ. მერე იყო ბევრი ცრემლი და მონატრება, რამდენჯერ ვაპირებდი დარეკვას და ყველაფრის მოყოლას, რამდენჯერ.
- მე კი გაურკვდვლობა მტანჯავდა. ვერ მივხვდი რატომ მიმატოვე. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ თავს ვერ მოვიკლავდი. მე სულ მარტო დავრჩი. სმა დავიწყე. მერე დედა გამიხდა ცუდათ, გულით. მის გამო სმა შევწყვიტე. რეანიმაციაში იწვა ღონემიხდილი. წლების მერე მითხრა, რომ მომატყუა. ლოთობისგან მიხსნა. მერე იმ საბუთებით და ფულით ბიზნესი დავიწყე და მუშაობაში ვიკლავდი შენს მონატრებას. უფრო ძლიერად მიყვარხარ, ვიდრე ადრე.
- ყველაფერს ვგებულობდი შენზე. დედაშენის ამბავიც ვიცი. მე მოვიფიქრე ეგ, რომ ლოთობისთვის თავი დაგენებებინა. არ ვიცოდი როდის მაგრამ ვიცოდი დავბრუნდებოდი და ერთად ვიქნებოდით.
- ჰა ეხლა კოცნა დაგავიწყდათ. მე აქ არ ვარ. ჩაიხითხითა ბექამ.
- ოხ შე ონავარო, მოგვატყუე ვითომ გეძინა? შეუღუტუნა ელენემ შვილს.
- დედიკო გეყოფაა, თორემ მამიკოს ვეტყვი მის სურათს რო იხუტებდი ყოველ ღამე და ისე იძინებდი ტირილით. ხარხარებდა ბექა.
- თხასავით გაგყიდა დედიკო. საწოლზე ერთმანეტს უყურებდნენ და კოტრიალობდნენ. უცებ ისე მოხდა ელენე ქვეშ მოექცა და ლექსო ტუჩებზე დააცხრა. ბექა ჩუმად წამოხტა ოთახში ხმაურზე შემოსულებს ხელით ანიშნა გადითო და ისიც მათ გაყვა.
- აცადეთ დედიკოს და მამიკოს, ცოდოები არიან. თურმე ისევ უფრო ძლიერ უყვართ ერთმანეთი. მონატრებისგან ტიროდნენ. საყვარლად ხითხითებდა გარეთ გასული ბექა. ბიძებმა სიყვარულით აუჩეჩეს ქოჩორი.
- ჩვენი ჭკვიანი კაცი. ალეკომ შუბლზე აკოცა.
- ბებოს სიხარული. ჯერ ერთი შვილიშვილი არ მყავდა და უცებ 2 მყავს. რა ბედნიერი ვარ. გულში მერამდენედ ჩაიკრა ლიკამ ბიჭი.
ლექსოს და ელენეს კი კოცნამ ყველაფერი დაავიწყათ. სიყვარულმა და ვნებამ ფიქრის დრო არ დაუტოვათ და ვნების მორევში გადაეშვნენ. ამდენი წლის დაშორების მერე ვულკანივით ამოფრქვეულმა გრძნობამ, ორივე დაიმორჩილა. ერთმანეთის მონატრებამ და სიყვარულმა პიკს მიაღწია. სიყვარულით გაბრუებულებმა დროის შეგრძნებაც დაკარგეს და კარგა ხანს ეალერსებოდნენ ერთმანეთს. გონზე ლექსოს მობილურის ზარმა მოიყვანა ორივე. ლექსოს უცნობი ნომრიდან ურეკავდნენ. მან ხმის დინამიკი ჩართო.
- მამიკო, დედიკო უკვე გათენდა. იქნებ გაიხსენოთ რომ შვილები გყავთ. ჩუმად იცინოდა ბექა.
- უხ შე მამაძაღლო. გამოვიდე ჯერ.
- გამოდით, ყავა გამოგაფხიზლებთ. გაისმა ირაკლის როხროხა ხმა, რომელიც ყველას სიცილმა გადაფარა. ლექსომ მობილური გათიშა. ელენეს ლოყები აეფარკლა წითლად.
- ყველამ გაიგეს რაც გავაკეთეთ.
- მერე რა ჩემო მშვენიერო. სიყვარულის ბრალია, ჩვენი არა. კიდევ აკოცა ტუჩებში ლექსომ და აბაზანას მიაშურა ელენესთან ერთად. უცებ მოწესრიგდნენ და სასტუმრო ოთახში შევიდნენ. ოვაციებით და სიცილით შეხვდნენ ყველა. ბექა მივარდა და ორივეს ჩაეხუტა.
- ჩემი გადარეული. როდის გამოიპარე.
- დედიკო თქვენს აღსარებას მოვუსმინე და შემეცოდეთ. გუშინ გაბუტული შეყვარებულებივით იქცეოდით. ხოდა შეგარიგეთ რაა. ახარხარდა ბექა. ლექსოს მობილურმა ისევ დარეკა. პოლიციიდან შეატყობინეს, რომ ნანა გაქცევას ცდილობდა, ერთ პოლიციელს თავს დაესხა, სკამი გადაამტვრია. მისი იარაღი აიღო და მეორე დაჭრა. პოლიციის შენობიდან გაიქცა და მანქანა დაეჯახა. სასწრაფოს მოსვლამდე დაიღუპა. სანდრომ ყველას გააგებინა რაც მოხდა. ყველამ შვებით ამოისუნთქა.
- ძლივს თავისუფლად ცხოვრების საშუალება მოგვეცა. გაუხარდა გიორგის. ყავა მიირთვეს ტკბილეულთან ერთად და საავადმყოფოსკენ იმედებით სავსე წავიდნენ. იქ მისულებს დეა პალატაში დახვდათ, თუმცა ჯერ ისევ ეძინა. პალატაში ყველა შევიდა. ელენე და ლექსო ისხდნენ და უყურებდნენ დეას. დეამ თვალები გაახილა და ორივე ერთად დაინახა.
- ჩემო სიყვარულო, ჩემო მონატრება. მჯეროდა რომ ცოცხალი იყავი. გული მიგრძნობდა დედი.
- ხო ჩვენო პატარა ფერია. შენ ჩვენი შვილი ხარ. უფალმა შეგვახვედრა მამას გოგო იმ ღამეს. ამიერიდან ვერავინ გაწყენინებს. ჩაეხუტნენ დეას და ცრემლები კოცნით შეუმშრალეს.
- ეხლა მაინც მიმიშვით ჩემს დაიკოსთან. როგორ გევხარ დედას, მისნაირი თვალები და ღიმილი გაქვს. იცი წუხელ ორივე შევარიგე. ჩაეხუტა დეას. ყველა სიყვარულით ეფერებოდა დეას და უხაროდათ რომ იპოვეს.
გაგრძელება იქნება
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 16