Предыдущая публикация
აპრილი ქალში..."
აპრილმა შემომიღო კარები.
სისათუთით მომანათა მზერა.
ამირია ავდრები და დარები...
იასამნის ამბორებმა სველმა.
შემაყვარა უცნაური ქარები...
შემირყია სული თითქოს სევდმ.
შემეფეთა მოციმციმე თვალებით
მაცდურება აპრილისფერ ხეთა.
სიყვარულით უცაბედად ავცეტდი.
აპრილური მომერია გრძნობა.
იასამნის სილაღეში დარჩენილს,
დამავიწყდა ჩემი შემოდგომა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев