-Bicho gaanebe ra mag gogostan mesijobas tavi xoxedav ro araferi gamogdis mag mesijobit. - kai ra nikush xoici ro magrad miyvars da ver vanebeb tavs. - xoda tu giyvars daanebe mesijobas tavida movifiqrot rame - raunda movifiqrot? - rada rogor ravqnat rogor shevayvarot sheni tavi. -... - bicho movifiqre mag gogos(maris) xo xval aq dab dge xoda xval daureke da utxari rom kqfeahi shegxvdes vitom dzaan saswrafo saqme gaq da uechveli unda naxo. Xoda sanam mova oficiantebs ahevutanxmdet da rom shemova romantiuli musika charton torti shemoitanon da amdros yvavilebi achuqe, ha rogori azria? - xo magram roar movides mere ra vqna? - mova nugeshinia. -gio kai azri kia magram magrad vnerviulob iqne
536316661604

Gauqmda gauqmda

ხმელი წიფელი ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: – გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, – თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ არა შეედრება!.. მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალთ-წინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკ
  • Класс
536316661604

Gauqmda gauqmda

შვლის ნუკრის ნაამბობი თავი 1 პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია. გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, – ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე… გული მიწუხს… გული… საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდ
536316661604

Gauqmda gauqmda

შვლის ნუკრის ნაამბობი თავი 2 როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზედ იდგა და გემრიელად იცოხნებოდა… მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც-კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა… მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე. - არ გიამა, შვილო? – მკითხავდა დედა. მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩქნიდი. ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, – დედა
536316661604

Gauqmda gauqmda

შვლის ნუკრის ნაამბობი თავი 3 ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო, მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეები ერთმანერთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლის ფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას. ცივი ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა. - მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა. მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი
536316661604

Gauqmda gauqmda

შვლის ნუკრის ნაამბობი თავი 4 შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენ სკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს მხოლოდ ეს-ღა გავიგონე: “უი, დედაც იქა ჰყოლიაო!” შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს, ბუერის ძირები ცივის წყაროებით იყო მორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლად ცხელოდა. ვწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენ მწვავე მზის სხივებს. უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა. წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსა და ნამეტნავად ბუერებზე
536316661604

Gauqmda gauqmda

შვლის ნუკრის ნაამბობი თავი 5 მთელი ღამე დავდიოდით ველზე, აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში და ტკბილად შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღის გათენება. ველზედ სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფად ეხვეოდენ ჩიტები, შაშვები; ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდენ და ზოგნი მიდიოდენ, მიეზიდებოდენ შვილებისათვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალი გვეჭიროსო. ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედიჩემისაგან, დედაჩემი სწუხდა, თითქოს სიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა. ჩვენ ზევით იყო დგნალები, ერთმანერთზე მიწყობი
536316661604

Gauqmda gauqmda

ვერხვი თავი 4 ერთხელ შემოდგომით მთაში თოვლი ადრე მოვიდა. მწყემსებს სიცივით კანკალი მოჰკიდა. „ახ, ცეცხლოვო!“ – ყველანი ამას გაიძახოდენ, ხოლო შეშა მთაში ძვირი საშოვარი იყო. უშეშობის გამო დიდი თათბირი შეექნათ: ერთმა სთქვა, ვერხვი მოვჭრათო, სხვებმა იუარეს, როგორ შეიძლება, ცოდვაა მაგისი მოჭრაო. მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდენ პირველს. ამანაც წამოავლო ხელი ცულს და გასწია ვერხვის მოსაჭრელად. ვერხვი, თეთრად თოვლით გადაპენტილი, გაყუჩებული იდგა, არ იცოდა, რა მოელოდა მას. – მოვიდა, ვერხვო, შენი აღსასრულის დღე, – დაილაპარაკა მწყემსმა, – მართალია, გვიყვარხარ და ამაგიცა გაქვს ჩვენს თავზე, მაგრამ რა ვქნათ, რო სიცივით ვიხოცებით! – თქვა რა ეს, აათვალიერ-ჩაათვალი
Показать ещё